„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1213
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-31
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.800

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №1213

2007 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ „სარგებლობის ლი­ცენ­ზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებ­ლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზ­ღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებუ­ლებაში (სსმ III, 2006 წ., №131, მუხ.1732) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის ,,ე1” ქვეპუნქტი:

,,ე1. დაირღვა მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალის­წინებული მოთხოვნა.“;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქქვეპუნქტი:

,,ბ1. დაირღვა მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვა­ლისწინებული მოთხოვნა.“;

გ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის   21 პუნ­ქტი:

,,21. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს 150 000-დან         20 000 000-მდე ლარს პრეტენდენტი ვალდებულია ლიცენ­ზიის გაცემამდე და ოქმის გაფორმებიდან არა­ უგვია­ნეს ერთი თვისა, სამინისტროში წარადგინოს აუქ­ციონის საბოლოო/შემოთავაზებული ფასის გადახდის საბანკო გარანტია.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია