მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2015-06-02
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.10.003.000.974
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკაზე მომუშავე პირების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დებულება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №244  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №244  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

დებულება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი (შემდგომში – სამოგზაურო გრანტი) არის მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად აძლიერებს ადგილობრივ სამეცნიერო პოტენციალს და ხელს უწყობს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.

2. ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ სამოგზაურო გრანტის მისაღებად კონკურსის გამოცხადების, გრანტის გაცემისა და მისი შესრულების კონტროლის წესს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

    მუხლი 2. სამოგზაურო გრანტის მიზანი და ამოცანები

1. სამოგზაურო გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.

2. სამოგზაურო გრანტის ამოცანაა, დააფინანსოს კონკურსის გზით, საკონკურსო კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული სამოგზაურო გრანტები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

    მუხლი 3. სამოგზაურო გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. სამოგზაურო გრანტს გასცემს ფონდი.

2. ფონდი უზრუნველყო ფს :

ა) სამოგზაურო საგრანტო კონკურსის გამოცხადებას;

ბ) კონკურსის გამართვის, სამოგზაურო გრანტის შესახებ საკონკურსო განაცხადების ფონდში წარდგენის, საკონკურსო განაცხადებისა და მასალების განხილვის ვადების დადგენას და საჯაროდ გამოცხადებას;

გ ) კონკურსის პროგრამისა და მასში მონაწილეობის პირობების დამტკიცებას ;

დ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარდგენილ განაცხადებს;

ე ) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და დამტკიცებას;

ვ ) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებას და შემდგომ კონტროლს ამ დებულებითა და ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 02.06.2015, №244).

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №244  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

    მუხლი 4. სამოგზაურო გრანტის დაფინანსება

1. სამოგზაურო გრანტი გაიცემა შემდეგ საერთაშორისო ან რეგიონულ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:

ა) კონფერენცია;

ბ) კონგრესი;

გ) ფორუმი;

დ) სიმპოზიუმი;

ე) სამუშაო შეხვედრა (სამეცნიერო სემინარი/Workshop);

ვ) კონფერენციის, კონგრესის წინა ღონისძიება (მოკლევადიანი სემინარი, ტრენინგი) მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (დოქტორანტი, ან დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში).

2. სამოგზაურო გრანტის მისაღებად აუცილებელი პირობაა სამეცნიერო ღონისძიებაში მოხსენებით გამოსვლა და/ან სასტენდო მოხსენების პრეზენტაცია.

3. (ამოღებულია – 31.01.2012,  №34).

4. სამოგზაურო გრანტის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს მიღებული უნდა ჰქონდეთ მოწვევა სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან და მათ მიერ შეთავაზებული მოხსენების (ზეპირი ან სასტენდო) პროგრამაში ჩასმის დადასტურების საბუთი.

5. სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა ფიზიკურ პირს, რომლებსაც აქვთ დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

6. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, აღნიშნული ნაშრომის პრეზენტაციისათვის სამოგზაურო გრანტის კონკურსის ფარგლებში წარსადგენი ავტორის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი.

7. შესაძლებელია ერთი და იმავე სამეცნიერო ნაშრომის წარდგენა თანაავტორების მიერ არა უმეტეს ორ სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

8. სამოგზაურო გრანტის დაფინანსება ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას.

9. დაფინანსების სრული პაკეტი მოიცავს:

ა) მონაწილეობის სარეგისტრაციო გადასახადს, თუ იგი გადახდილია ფონდის მიერ იმ კონკურსის გამოცხადების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება;

ა 1) კონფერენციის, კონგრესის წინა ღონისძიების (მოკლე სემინარის, ტრენინგის) სარეგისტრაციო გადასახადს მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (დოქტორანტი ან დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში), თუ იგი გადახდილია ფონდის მიერ იმ კონკურსის გამოცხადების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება.

ბ) ტრანსპორტით (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტი დანიშნულების ადგილამდე; მხოლოდ ეკონომკლასის ბილეთი) ორმხრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას;

გ) სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებას „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ფარგლებში. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება სამეცნიერო ღონისძიებაზე ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 7 ღამისა და 8 დღისა, რომლებშიც შედის გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები;

დ) სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს;

ე) ვიზის ხარჯებს;

ვ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“, „ დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები გაწეული უნდა იქნეს საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენისა და დამტკიცების შემდეგ.

10. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება სხვა ორგანიზაციიდან, ფონდი განიხილავს დანარჩენი ხარჯების დაფინანსების (ნაწილობრივი დაფინანსება) საკითხს.

11. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენისას კონკურსანტმა უნდა ისარგებლოს „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით.

12. სამოგზაურო გრანტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებისათვის, კონკურსის შედეგებზე დაყრდნობით, ფონდი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს ავანსად გადასცემს დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. ქვეყანაში დაბრუნებისა და გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და ფონდში განხილვის შემდეგ მოხდება სრული ანგარიშსწორება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №244  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

    მუხლი 5. ხელშეკრულებების გაფორმება

გამარჯვებულ კონკურსანტებთან ფონდი აფორმებს ხელშეკრულებებს, რომლებითაც განისაზღვრება ფონდსა და გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის ურთიერთვალდებულებათა დეტალები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

    მუხლი 6. სამოგზაურო გრანტის ფინანსური კონტროლი

1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული სამოგზაურო გრანტის ფინანსურ კონტროლს.

2. დაფინანსებულმა პირმა ქვეყანაში დაბრუნებიდან 10 დღის ვადაში ფონდს უნდა წარუდგინოს ხარჯების დამადასტურებელი ყველა საბუთი, რის შემდეგაც მოხდება სრული ანგარიშსწორება. თუ წარდგენილი საბუთის თანახმად სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯები აჭარბებს „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით განსაზღვრულ ნორმებს, ფონდი არ ანაზღაურებს დარჩენილ სხვაობას. თუ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯები ნაკლებია იმავე ბრძანებულებით განსაზღვრულ ნორმებზე, განმცხადებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს დაფიქსირებული სხვაობა. თუ ჩამოსვლიდან 10 დღის ვადაში ფონდში არ იქნა წარდგენილი გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი, ფონდი უფლე-ბამოსილია გამოითხოვოს ავანსად მიცემული თანხა.

3. გრანტის მიმღები ანგარიშვალდებულია, ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის ვადაში, წარადგინოს მოხსენებითი ანგარიში და აგრეთვე 2 თვის ვადაში გააკეთოს პრეზენტაცია მოხსენებისა და კონფერენციის შესახებ ფონდის მიერ უზრუნველყოფილ საჯარო ღონისძიებაზე (საჯარო ლექციების/სემინარების სერიაში).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №244  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.   

   მუხლი 7. შეფასების კრიტერიუმები

 

 

№

შეფასებისკრიტერიუმი

ქულები

შეფასება (ქულა)

1

ღონისძიების

მნიშვნელობა - (ორგანიზატორის ავტორიტეტულობა, სტატუსი, მასშტაბი,აქტუალობა, ა.შ. )

3 ქულა

არ არის მნიშვნელოვანი

6 ქულა

ნაკლებად მნიშვნელოვანი

9 ქულა

კარგი,

მნიშვნელოვანი

12 ქულა

ძალიან

მნიშვნელოვანი

 

15 ქულა

განსაკუ თრებით

მნიშვნელოვანი

 

შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზატორის სტატუსსა და მნიშვნელობას, ღონისძიების სტატუსსა და მნიშვნელობას და მასშტაბს.

2

განმცხადებლის როლი/მონაწილეობა ღონისძიებაში

 

 

 

 

 

2.1

 

 

  5 ქულა

სასტენდო მოხსენება

(პოსტერი)

10 ქულა

სექციის მოხსენება

  15 ქულა

პლენარული მოხსენება

(Key note speaker)

 

2.2

 

2 ქულა

ღონისძიებაში განხორციელებული სხვა სამეცნიერო აქტივობა

  4 ქულა

მოდერატორი; რაპორტერი;

კონფერენციის სამეცნიერო გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრობა

 

6 ქულა

სამეცნიერო სიმპოზიუმის/

სესიის თანა/

ხელმძღვანელობა;

სამეცნიერო-

საორგანიზაციო კომიტეტის წევრობა

8 ქულა

ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტის თანა/

ხელმძღვანელობა; წევრობა

 

2.1-სა და 2.2-ში იწერება ერთი, უმაღლესი ქულა.

3

ბიუჯეტი

0 ქულა

არ შეესა ბამება

რეალურ ხარჯებს

2 ქულა

შეესაბამება რეალურ ხარჯებს

4 ქულა

შეესაბამება და აქვს

ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინ. 10% თანადაფინანსება

(თვითდაფინანსება ან სხვა წყაროდან)

6 ქულა

შეესაბამება და აქვს

ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინ. 20%

თანადაფინანსება (თვითდაფინანსება ან სხვა წყა-როდან)

8 ქულა

შეესაბამება და აქვს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინ. 50% თანადაფინანსება (თვითდაფინანსება ან სხვა წყაროდან)

10 ქულა

შეესაბამება და აქვს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინ. 20% (თანადაფინანსება მომწვევი მხარისგან)

 

ფასდება ბიუჯეტის ხარჯების შესაბამისობა და თანადაფინანსების კომპონენტი

4

განმცხადებლის სტატუსი

3 ქულა

მაგისტრი/ მაგისტრანტი

4 ქულა

დოქტორანტი

5 ქულა

დოქტორი

 

დოქტორის ხარისხის მქონე პირს ენიჭება 5 ქულა, დოქტორანტს - 4 ქულა, მაგისტრს ანმაგისტრანტს - 3 ქულა

5

განმცხადებლისსამეცნიერონაშრომები

1 ქულა

ადგილობრივი

საკონფერენციო აბსტრაქტები

2 ქულა

საერთა-შორისო

საკონფე-რენციო აბსტრაქტები

3 ქულა

პუბლიკაცია ადგილობრივ რეფერირებად ჟურნალში

4 ქულა

პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, ადგილობრივი აკადემიური გამომცემლობის მიერ გამოცემული მონოგრაფია

5 ქულა

საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის მიერ გამოცემული მონოგრაფიის თანა/ ავტორობა

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 3 ნაშრომი (ქულები ჯამდება)

6

მონაწილეობასამეცნიეროკვლევითპროექტებში

1 ქულა

ადგილობრივ და

საქართველო-უცხოეთის ერთობლივ პროექტში მონაწილეობა

2 ქულა

საერთაშორისო ფონდების/ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობა

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 3 პროექტი (განიხილება მხოლოდ ის საგრანტო პროექტები, რომლებიც დაიწყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში; აგრეთვე − მხოლოდძირითადი პერსონალისა და ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობა); ქულები ჯამდება

7

განმცხადებლის ასაკობრივი ჭრილი

1 ქულა

40 წლის ზემოთ

7 ქულა

35-დან 40 წლამდე

14 ქულა

35 წლამდე

 

35 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერს ენიჭება 14 ქულა, 35-40 წლამდე - 7 ქულა, 40 წლის ზემოთ - 1ქულა

 

ჯამი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ერთნაირი ქულების შემთხვევაში, პრიორიტეტულია პირველი კრიტერიუმის ქულა, ესეც თუ დაემთხვა − ფინანსდება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №244  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

კრებსითი — სრული ვერსია