„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1216
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.22.024.010.747
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.024.010.747

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1216

2007 წლის 10 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებით (სსმ III, 2002წ., №84, მუხლი 765) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ცვლის დირექტორს მისი არყოფნის შემთხვევაში და ასრულებს დირექტორის მოვალეობებს.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. არველაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია