„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1083
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-20
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.010.734
„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034. 010.734

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 1083

2007 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„ საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის № 217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

     1. „ საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის № 217 ბრძანების (სსმ III, 7.07.2003 წ., № 68, მუხ. 618) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. თანამშრომელთა წახალისება და მისი სახეები

      პოლიციელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემია;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ი) დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა;

კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 ი. მერაბიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია