„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
248
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-01
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.010.694
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.694

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №248

2007 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 06.09.2006, №121, მუხ. 1626) დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დე­პარ­­ტამენ­ტის დე­ბუ­­ლებაში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლი­­ლებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის ,,ს“ ქვეპუნქტი:

„ს) ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შტაბის შემადგენლობაშია:

ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება;

ბ) სამორიგეო.“;

გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანო­თა მოსამსახურეების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-17 მუხლით გათვალის­წინებული სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;“.

დ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“;

ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

     „მუხლი 131. ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი

პატიმართა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დეპარტა­მენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ჯან­მრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის გან­ხორ­ციელების და პატიმართა და მსჯავრდებულთა მკურ­ნა­ლობის მიზნით დეპარტამენტში იქმნება ექიმ-ექ­­სპერტთა ჯგუფი, რომლის დებულებას ამტკიცებს იუს­ტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“;

ვ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია