საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
562
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-03
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.022.010.685
საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.010.685

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №562

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის გამო და მათი მოქმედების მიზანშეუწონლობიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 3 ივლისის №456 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №64, მუხ. 590);

ბ) „დაწყებითი პროფესიული განათლების პროფესიაში „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატი“, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 25 აპრილის №148 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №41, მუხ. 374);

გ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 10 მარტის №65 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №23, მუხ. 201);

დ) „ფართო პროფილის მშენებლის“ პროფესიაში პროფესიული სწავლების, მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 18 თებერვლის №43 ბრძანება;

ე) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადების და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №42 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №23, მუხ. 201);

ვ) „პარიკმახერის“ პროფესიაში პროფესიული სწავლების, მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 16 თებერვლის №35 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №16, მუხ. 143);

ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №207 ბრძანება (სსმ III, 17.05.2005 წ., №57, მუხ. 633).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია