სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.035.010.660
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №231/ნ
2007 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
„საპარიკმახეროებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 ნოემბრის №307/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საპარიკმახეროებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №307/ნ (სსმ III, 2003 წ., №141, მუხ. 1146).
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი