„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
523
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-26
სარეგისტრაციო კოდი
430.060.000.22.022.010.644
„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.010.644

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №523

2007 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005 წ., №69, მუხ. 758) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების მე-4 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები დიპლომის კონკრეტული ფორმის ორ ეგზემპლარს შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. საჯარო სამართლის იუირიდიულ პირთან – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმების შემდეგ, დიპლომის ფორმის ერთი ეგზემპლარი წარწერით ,,შეთანხმებულია“, უბრუნდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №874 - სსმ III, №138, 04.10.2007 წ., მუხ.1505

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №874 - სსმ III, №138, 04.10.2007 წ., მუხ.1505

დანართი №1

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა

(ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე)

წარწერა ,,საქართველო“;

მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საგანმანათლებლო საფეხურის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დიპლომი

სერია, ნომერი

(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება)-ის (ფაკულტეტის სახელწოდება)-ის გადაწყვეტილებით,

(სახელი, გვარი)-ს, დაბადებულს (წელი, თვე, რიცხვი), მიენიჭა

(სპეციალობის დასახელება)-ის ბაკალავრის/დიპლომირებული სპეციალისტის/დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის)/ რეზიდენტის/მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი.

– ფაკულტეტის დეკანის, რექტორის ხელმოწერები;

– ქალაქი, სადაც გაიცა დიპლომი;

– დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე);

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი.

ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

– დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება;

– დამკვეთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – სფს;

– დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში (არანაკლებ 6 ციფრისა);

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული დიპლომის რეგისტრაციის ნომერი.

შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, აღნიშნოს დიპლომში სტუდენტის შეფასება ECTS სტანდარტის მიხედვით.

 

კრებსითი — სრული ვერსია