,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
225
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-23
სარეგისტრაციო კოდი
110.070.000.22.027.010.635
,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.010.635

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №225

2007 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №72(79) მუხ. 1100) დამტკი-ცებული ,,საპყრობილის რეჟიმის დებულების“ (დანართი №1) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 4. საპყრობილის რეჟიმის დანიშვნა და შეცვლა

1. საპყრობილის რეჟიმის სახეობის დანიშვნა ან მისი შეცვლა ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) შუამდგომლობით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. შუამდგომლობაში აღინიშნება რეჟიმის დანიშვნის ან შეცვლის შესახებ მისაღები გადაწყვეტილების საფუძველი. თუ მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს მკაცრი რეჟიმი, შუამდგომლობაში მიეთითება მისი ვადა.

3. მსჯავრდებულის ვადამდე გადაყვანა მკაცრი რეჟიმიდან საერთო რეჟიმზე შეიძლება მხოლოდ სამე-დიცინო დასკვნის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას.

4. თუ მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა საერთო რეჟიმზე, მაგრამ არღვევს სასჯელაღსრულების და-წესებულების შინაგანაწესს, იგი შეიძლება დაბრუნებულ იქნეს მკაცრ რეჟიმში.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია