საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
203
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-13
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.010.600
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.600

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №203

2007 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე

,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

კრებსითი — სრული ვერსია