,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-21
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.955
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებით (სსმ III, 2007 წ., №70, მუხლი 776) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ამტკიცებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამეც­ნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილების მეთოდს, ადგენს დაფინანსების მოცულობას თითოეული მიმართულები­სათვის და ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია