,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
949
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-13
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.034.010.569
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 010.320.010.22.034.010.569

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №949

2007 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში (სსმ III, 03.02.2006,  №14  მუხ. 179) დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მივლენილ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს გაცემის წესი და ოდენობა განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2.   ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 11 ივლისიდან.

ი.  მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია