,,თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
214/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-13
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.564
,,თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.564

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის    

ბრძანება №214/ნ

2007 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

,,თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანების (სსმ III, 09.11.2006 წ., №151, მუხ. 2105) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილ თამბაქოს პროდუქციაზე არსებული სამედიცინო გაფრთხილების ტექსტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო გაფრთხილებების ტექსტებთან არა უგვიანეს 2009 წლის 1 იანვრისა.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია