,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
876
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-11
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.010.562
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.562

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №876

2007 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის  14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 173) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ნავთობპროდუქტების წარმოების (გადამუშავების) შემთხვევაში – ლიცენზიის ქსეროასლი (გარდა გზის საფარებისათვის მასალის – ბიტუმის წარმოებისა) აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ, შესაბამისობის სერტიფიკატი (იმ საქონელზე, რომელზედაც სავალდებულოა შესაბამისობის სერტიფიკატის აღება), ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსაფ) (იმ საქონელზე, რომელზედაც სავალდებულო არ არის სსაფ-ის გამოწერა – საბაჟო დეკლარაცია ან პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად)“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია