,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-21
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.954
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №10

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №35, მუხლი 430) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ამტკიცებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილების მეთოდს, ადგენს დაფინანსების მოცულობას თითოეული მიმართულებისთვის და ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია