,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №171 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
780
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-02
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.010.525
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №171 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.525

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №780

2007 წლის 2 ივლისი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №171 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №171 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპურ დებულებაში“ (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 349) შეტანილ იქნეს დამატებები და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ და ,,ზ2“ ქვეპუნქტები.

,,ზ1) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

ზ2) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობი-ლობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს. დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახალ დალუქვას და ადეგნს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია