,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-01-09
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-14
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.10.003.000.951
,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №7

2008 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის    2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებით (სსმ III, 2007 წ., №172, მუხლი 1907) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული დასაქმების ბარათის პირველი ნაწილი მაძიებელმა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს 2007 წლის 15 დეკემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები – არა უგვიანეს 2008 წლის 30 აპრილისა.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს 121 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„121. დადგენილებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ გამოუყენებელი და წუნდებული (გაფუჭებული) დასაქმების ბარათები ექვემდებარება განადგურებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის მიერ.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია