,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
196/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-27
სარეგისტრაციო კოდი
280.080.000.22.035.010.508
,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.080.000.22.035.010.508

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   

ბრძანება №196/ნ

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის   №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №13, მუხ. 141) და ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ:

ა) ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების“ თანდართული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ბ) დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული მუშაობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო;“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 ივლისიდან.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია