,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-01-09
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-14
სარეგისტრაციო კოდი
010.210.030.10.003.000.946
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2008 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №6, III ნაწილი, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

დიმიტრი ბარამია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

რევაზ ტყავაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის არბიტრაჟებსა და უცხოეთის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია