„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
167
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.10.003.001.112
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №167

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №91, მუხლი 980) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2008 წლის ბოლომდე, გარდა ამ ნუსხის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლით გათვალისწინებული რეგლამენტებისა, რომლებიც დამტკიცდება 2009 წლის ბოლომდე.“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანართს – „ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“, დაემატოს მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) ნავსადგურის წესები;

ბ) სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესები;

გ) საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი;

დ) საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის წესი;

ე) მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები;

ვ) საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესი;

ზ) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 20 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია