,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
477
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-16
სარეგისტრაციო კოდი
200.020.000.22.033.010.331
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.22.033.010.331

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №477

2007 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლება-მოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში (სსმ III, 25.08.04, №91, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

გ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურის გამგებლობაში შეიქმნას შემდეგი საგადასახადო ორგანოები:

ა) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია,

ბ) ბათუმის საგადასახადო ინსპექცია;

გ) რუსთავის საგადასახადო ინსპექცია;

დ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია;

ე) ფოთის საგადასახადო ინსპექცია;

ვ) გორის საგადასახადო ინსპექცია;

ზ) თელავის საგადასახადო ინსპექცია;

თ) ახალციხის საგადასახადო ინსპექცია.

2. ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. შემოსავლების სამსახურის აქციზის და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციების, აგრეთვე აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის შექმნის წესი და დებულებები განისაზღვრება და მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტებით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია