,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
462
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-08
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.010.308
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.308

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის   ბრძანება №462

2007 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის                 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში (სსმ III, 09.03.2006, №31, მუხ. 362) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პარლამენტთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ჰარმონიზაციის სამმართველო;

ბ) სასამართლო დავებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. ტყეშელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია