,,საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
398
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-04-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-30
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.010.270
,,საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.010.270

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №398

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2328) შეტანილ იქნეს ცვლილება და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთგამგზავნს“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია