ელექტროენერგეტიკის სექტორში დერეგულირების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-26
სარეგისტრაციო კოდი
200.280.000.22.025.010.250
ელექტროენერგეტიკის სექტორში დერეგულირების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.22.025.010.250

საქართველოს ენერგეტიკის

მინისტრის ბრძანება №30

2007 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორში დერეგულირების თაობაზე

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჯ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1.    მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებზე განხორციელდეს დერეგულირება.

2. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებმა, პირველ პუნქტში აღნიშნულ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმონ მათთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარებაზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარდამავალ ეტაპზე ელექტროენერგეტიკული სექტორის სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ჩამოყალიბების, საქმიანობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების დროებითი წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 2 აგვისტოს №68 ბრძანება (სსმ, III, 08.08.2006 წ., №105, მუხლი 1440).

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია