,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
281
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-30
სარეგისტრაციო კოდი
280.210.000.22.033.010.157
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.157

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №281

2007 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2333) დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე� ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ე) დახურული საბაჟო საწყობის და დახურული დროებითი შენახვის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) � საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის და შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 10 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 100 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლსქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება), გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პი-რობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.), რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 10 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 100 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში�.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია