(ძალადაკარგულია - 2016 წლის 30 დეკემბრიდან - 01.03.2016 წ.)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2007 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება თანდართული სახით.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება
მუხლი 1. კომისიის სამართლებრივი სტატუსი და შექმნის წესი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) სამართლებრივ სტატუსს, მისი შექმნის წესსა და მიზნებს, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის კომპეტენციას, კომისიის აპარატის სტრუქტურას, კომისიის ბიუჯეტს, აგრეთვე ლიკვიდაციის წესსა და პირობებს.
2. ამ დებულების მიღების სამართლებრივი საფუძველია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კოლეგიალური ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
4. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
5. კომისიის შექმნის წესი განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. კომისიას მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.
7. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
8. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18.
მუხლი 2. კომისიის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
2. კომისიის ფუნქციები და საქმიანობის საგანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
3. კომისიის ფუნქციები და საქმიანობის საგანი მაუწყებლობის სფეროში განსაზღვრულია „ მაუწყებლობის შესახებ“ და „ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონებით. კომისია „ მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების – საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის, ხოლო მათ საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით, ქმნის ტელემეტრულ სისტემას.
4. კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „ მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.
5. კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას სათათბირო ორგანოები. სათათბირო ორგანოების სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის ერთ-ერთი წევრი. სათათბირო ორგანოები წარმოადგენენ კომისიის საკონსულტაციო ორგანოებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან სატელეკომუნიკაციო სფეროს ცნობილი სპეციალისტები, საზოგადოებრივი სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სატელეკომუნიკაციო სფეროს სუბიექტების წარმომადგენლები.
6. კომისიას ჰყავს პრესმდივანი, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომისიის ურთიერთობის ორგანიზებას (პრესრელიზების მომზადება-გავრცელება, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება) და კომისიის საქმიანობაზე ყოველთვიური ანგარიშის მომზადებას;
ბ) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას;
გ) კომისიის საქმიანობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაიჯესტის და ყოველთვიური ანალიზის მომზადებას;
დ) საზოგადოებასთან კომისიის ურთიერთობას.
1. კომისიის აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;
გ) სამართლებრივი დეპარტამენტი;
დ) მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი;
ე) ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტი;
ვ) რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტი;
ზ) საფინანსო დეპარტამენტი;
თ) კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტი.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) კანცელარია, არქივი და საოქმო წარმოება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვა;
გ) შესყიდვები და სამეურნეო უზრუნველყოფა;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიები;
ე) ავტორიზაცია, ლიცენზირება, ნებართვები და უწყებრივი რეესტრები;
ვ) კომისიის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება ;
ზ ) ნუმერაციის რესურსის განაწილება;
თ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის პირობების შესრულების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობისა და გამოყენებული მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომისიის საკანცელარიო საქმისწარმოება, საქმიანი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრული ვადების მონიტორინგი;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონიების, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება, ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების (გარდა ლიცენზიის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა), ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის), ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემისა და გაუქმების (გარდა ნებართვის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა) ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა;
გ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია;
დ) კომისიის მ კაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება;
ე) კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, აგრეთვე კომისიაში დაცული სხვა ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
ვ) კომისიის საოქმო საქმისწარმოება, კომისიის სხდომებისა და აპარატის თათბირების ორგანიზება;
ზ) საარქივო საქმისწარმოება, კომისიის აპარატში საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;
თ) ადამიანური რესურსების მართვა, კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დაცვაზე მონიტორინგი, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმისწარმოება;
ი) კომისიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა (საინფორმაციო-პროგრამული სისტემების, შიდა და გლობალური ქსელების მართვა და კომპიუტერული ბაზის ადმინისტრირება);
კ) მთარგმნელობითი უზრუნველყოფა;
ლ) კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ და ავტორიზებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემების, ლიცენზირებასთან/ნებართვებთან დაკავშირებული, მათ შორის, ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის) თაობაზე, ნუმერაციის რესურსის მინიჭებათა თაობაზე მონაცემების ადმინისტრირება;
მ) კომისიისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ნ) კომისიის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;
ო) ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შესრულების მონიტორინგი, კომისიის საოქმო დავალებების შესრულების მონიტორინგი.
პ ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე მონიტორინგი, დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
ჟ ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფლობელთა მიერ მოწყობილი ქსელებისა და გამოყენებული მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
რ ) არაავტორიზებადი პირებისათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება, აგრეთვე მინიჭების პირობების შესრულების შემოწმება, დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება-შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
ს ) ნუმერაციის რესურსით უკანონო სარგებლობის პრევენციული და ექს-პარტე შეტყობინებით მონიტორინგი, დარღევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
ტ) ნუმერაციის რესურსით ავტორიზებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გამავალი და შემომავალი სატელეფონო ზარების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის ანალიზი.
4. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სტრატეგიული კვლევები და განვითარება;
5. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგის სტრატეგიული განვითარების წინადადებათა შემუშავება, განვითარების ხელშემწყობი პროექტების დაგეგმვა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;
გ) კონკურენციის განვითარების ტენდენციების კვლევა და ანალიზი, კომისიის მარეგულირებელი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) კომისიის გადაწყვეტილების პროექტის სისტემური რისკ - ფაქტორების ანალიზი და შეფასება, თუ გადაწყვეტილების მიღება ახდენს:
დ.ა) გონივრული ვადის პერიოდში შესაძლო გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის განვითარებულ ტენდენციებზე,
დ.ბ) მიზნად ისახავს ბაზრის ეფექტიანი და გრძელვადიანი კონკურენციის გაფართოების უზრუნველსაყოფად შესვლის დაბრკოლებათა შემცირებას;
ე) ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის სეგმენტებზე კომისიის გადაწყვეტილებათა გავლენის ანალიზი, კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად დასახული მიზნების გათვალისწინებით;
ვ) მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, ამავე სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტების სრულყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება;
ზ) (ამოღებულია - 11.04.2012, №6);
თ) კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგობრივ გაერთიანებებთან ურთიერთობის კოორდინაცია, ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტებისა და რეკომენდაციების საქართველოში დანერგვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დარგობრივ გაერთიანებებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის ღონისძიებების შემუშავება;
ი) კომისიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე ღონისძიებათა შემუშავება;
კ) კომისიის საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ) (ამოღებულია - 11.04.2012, №6);
6. სამართლებრივი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) ნორმაშემოქმედება, ხელშეკრულებები და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) დავები, განცხადებებისა და საჩივრების ადმინისტრაციული წარ მ ოება;
გ) სანქციათა დაკისრება და აღსრულების უზრუნველყოფა.
7. სამართლებრივი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება, კომისიის საკანონმდებლო წინადადებათა უზრუნველყოფა; კომისიაში სხვა უწყებებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომზადება;
ბ) კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა ან/და კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე კომისიის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმოდგენა და მათი ინტერესების დაცვა;
დ) კომისიის, კომისიის აპარატში დასაქმებულების, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზირებული და ნებართვის მფლობელი პირების, სხვა დაინტერესებული პირების (სათანადო მომართვის შემთხვევაში) მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესახებ კონსულტირება და სამართლებრივი დახმარების გაწევა;
ე) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომხმარებელთა საჩივრების ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვის ადმინისტრაციული წარმოება;
ზ) კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შედგენილი სამსახურებრივი ბარათისა და დასკვნის, შემოწმების აქტის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, დამრღვევი ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
თ) კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველმყოფი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება (სააღსრულებო ფურცლების გამოწერა და სხვ.);
ი) კომისიის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხების მომზადება;
კ) მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) კომისიაში შემოსულ განცხადებებზე და საჩივრებზე კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში, აგრეთვე კომისიის სპეციალური უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებზე კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
მ) კომისიის უწყებრივ რეესტრებში ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა სანქცირებასთან, აგრეთვე ავტორიზებულ ან/და ლიცენზირებულ/ნებართვის მფლობელ პირთა შორის დავების განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მონაცემთა ადმინისტრირება.
8. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შემუშავების ორგანიზება; ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის ტელერადიომაუწყებლობის დამტკიცებულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენა; მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება;
ბ) კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად სამაუწყებლო კონკურსის ჩატარების მიზნით სალიცენზიო ვალდებულებების განსაზღვრა;
გ) მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, მოდიფიცირების, ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე დასკვნების მომზადება;
დ) საზოგადოებრივი მაუწყებლის, კერძო და სათემო ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან შეთანხმებებით, აგრეთვე სამაუწყებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის – „მაუწყებლობის შესახებ“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსით და კომისიის სხვა დადგენილებებით განსაზღვრული, აგრეთვე კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი და შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენა;
ე) სამაუწყებლო სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი და შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენა;
9.ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) კომიიის ინფორმაციული უზრუნველყოფა ;
ბ) ანალიტიკური საქმიანობა.
10. ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების განვითარების ტენდენციების კვლევა, ანალიზი და კვარტალური მიმოხილვების მომზადება;
ბ ) კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება;
გ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების შესახებ ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;
დ) ავტორიზებული და მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირების სტატისტიკური ინფორმაციის და შესაბამისი საანგარიშგებო მონაცემების დადგენილი წესითა და ვადებში მოწოდებაზე ზედამხედველობა;
ე ) კომისიის საერთო სტატისტიკური საანგარიშგებო ბაზის მართვა;
11. რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) რადიოსიხშირული რესურსების მართვა;
ბ) რადიოსიხშირეთა კოორდინაცია;
გ) რადიომონიტორინგი და რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის პირობების მონიტორინგი.
12. რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის მოდიფიცირება, რადიოსიხშირული რესურსის უნიფიცირებული შიდაბაზის სისტემატური განახლება, რადიოსიხშირული სპექტრის დაგეგმარებისა და განაწილების, ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველყოფა;
ბ) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გაერთიანების სიხშირეთა რეესტრში საქართველოში განაწილებული და დაგეგმარებული რადიოსიხშირეების თაობაზე მონაცემების შეტანა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია, მეზობელი სახელმწიფოებიდან წარმოქმნილი რადიოხელშეშლების გამოვლენა და რეაგირების უზრუნველყოფა;
გ) რადიომონიტორინგის სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა და მართვა, რადიომონიტორინგისას, ხელშეშლებისა და დარღვევების გამოვლენა, დარღვევებზე, მათ შორის, რადიოსიხშირული სპექტრით უკანონო სარგებლობაზე რეაგირება – შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი, დარღვევათა გამოვლენა და რეაგირება – შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
ე) კომისიის მიერ რადიოსიხშირეების მინიჭების/რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება და გაცემული რადიოსიხშირეებით სარგებლობის პირობების შესრულების მონიტორინგი, დარღვ ევათა გამოვლენა და რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
ვ) რადიოსახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ზ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების მოდიფიცირების უზრუნველყოფა რადიომოყვარულთა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად;
თ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფობელთა მიერ მოწყობილი ქსელებისა და გამოყენებული რადიოდანადგარების აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ი) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის, ასევე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო და სათემო მაუწყებლობის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირებისა და ვადის გაგრძელების თაობაზე სათანადო დასკვნების მომზადება, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და სალიცენზიო გადასახდელის ოდენობათა განსაზღვრა და კომისიის შიდარეგულაციური აქტების შესაბამისად განსაზღვრული სხვა დაკავშირებული ფუნქციების შესრულება;
კ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების თაობაზე დასკვნების მომზადება;
ლ) რადიოსიხშირის მინიჭების უწყებრივი რეესტრის წარმოება.
13. საფინანსო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომისიის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება;
ბ) კომისიის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება და კომისიის წლიური ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის შესრულების თაობაზე წლიური ანგარიშის მომზადება;
გ) სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმების შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი;
დ) კომისიის უწყებრივი რეესტრების საფინანსო ბლოკის (სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლები, სალიცენზიო გადასახდელები, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურები, რეგულირების საფასური, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმები) ადმინისტრირება.
14. კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) კონკურენციის წინასწარი რეგულირება;
ბ) საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის რეგულირება და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი.
15. კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირება: მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრა, კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების დადგენისა და მათზე დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებებისა და პირობების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების და ამ ვალდებულებათა შესრულების კონკრეტული პირობების შესრულების მონიტორინგი და სათანადო ღონისძიებათა უზრუნველყოფა – დარღვევათა გამოვლენა და შემოწმების აქტების შედგენა;
გ) ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეზღუდვის მიზნით, შერწყმისა და წილის შეძენა-გასხვისების ანალიზი და მარეგულირებელი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
დ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო დარღვევის ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლენა და გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა-უზრუნველყოფა;
ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვებისა ან/და ურთიერთჩართვის რეგულირებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება.
მუხლი 4. მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
კომისიასთან მოქმედებს კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებელი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მათ შორის, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათ თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების მომხმარებლებზე კომისიის სარეგულაციო გადაწყვეტილებათა გავლენის შედეგების ანალიზი და პროგნოზირება; კომისიის მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე;
გ) მომხმარებლის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირებთან დავაში, კომისიაში, აგრეთვე სასამართლოში.
1. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან , სრული შემადგენლობის უმრავლესობით , 3 წლით .
2. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით , ისე , რომ კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდეს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა , ხოლო მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში .
3. არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს :
ა ) ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა ;
ბ ) თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ;
გ ) არჩევნების ჩატარების თარიღი და ადგილი ;
დ ) არჩევნებში გამარჯვებულის გამოუვლინებლობის შემთხვევაში , არჩევნების მეორე ტურის ჩატარების წესი და პირობები ;
ე ) საარჩევნო ბიულეტენების ტიპური ფორმები .
4. ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 პირის შემადგენლობით , რომელთაგან ერთი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა , ხოლო მეორე – მდივანი ; ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციას , კენჭისყრის ჩატარებას , ხმების დათვლას , არჩევნების ყველა ეტაპისა და შედეგების საჯაროობას . ხმის დამთვლელი კომისია ადგენს კენჭისყრის ოქმს .
5. კომისიის თავმჯდომარედ რეგისტრაციის უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ წევრს , მიუხედავად იმისა კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რა ვადაა დარჩენილი ; ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ 1- ზე მეტი ვადით ; კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის მსურველი კომისიის წევრი განცხადებით მიმართავს ხმის დამთვლელ კომისიას , რომელიც დაუყოვნებლივ არეგისტრირებს კანდიდატს სარეგისტრაციო ჟურნალში ; იმ შემთხვევაში , თუ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ასახელებს კომისიის სხვა წევრი / წევრები , საჭიროა დასახელებული კანდიდატის თანხმობის წერილის წარმოდგენაც .
6. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია წარმოებს არჩევნების დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების მეორე სამუშაო დღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ; კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია წყდება მესამე სამუშაო დღის სამუშაო საათების დასრულებისთანავე ; კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ქვეყნდება დაუყოვნებლივ .
7. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ , მესამე სამუშაო დღეს , არჩევნების დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დღეს , ადგილზე და საათზე ;
8. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით ; არჩევნების დაწყებამდე , ხმის დამთვლელი კომისია ღიად ამოწმებს საარჩევნო ყუთს და ლუქავს მას . კომისიის სიითი შემადგენლობის ოდენობით წინასწარ დამზადებული საარჩევნო ბიულეტენების კომისიის წევრებზე გაცემა წარმოებს მათი კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით ფიზიკურად გამოცხადების შემთხვევაში ; კომისიის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში , თუ ის გამოცხადდა სამსახურში არჩევნების დღეს . კომისიის წევრი ხმას აძლევს კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ და საარჩევნო ბიულეტენში შეტანილ კანდიდატს , ფარულად ( საამისოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში ); კომისიის თოთოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება . კომისიის წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს საკუთარ თავსაც , თუ ის რეგისტრირებულია კანდიდატად . ხმის მიცემა უნდა დაფიქსირდეს კომისიის თავმჯდომარეობის სასურველი კანდიდატის რიგითი ნომრის შემოხაზვის გზით ; სხვა ფორმით შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ჩაითვლება გაფუჭებულად .
9. შევსებული ბიულეტენი თავსდება საარჩევნო ყუთში ; კენჭისყრის დასრულების შემდეგ , ხმის დამთვლელი კომისია საჯაროდ ხსნის საარჩევნო ყუთს , ღიად , კომისიის წევრების თანდასწრებით თვლის მასში მოთავსებულ საარჩევნო ბიულეტენებს , ადარებს გამოყენებული ბიულეტენების ოდენობას გაცემული ბიულეტენების ოდენობას და საჯაროდ აქვეყნებს თითოეულ ბიულეტენს და ითვლის რეგისტრირებული კანდიდატების მიერ მოპოვებულ ხმებს .
10. არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი , რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას , მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა .
11. თუ კომისიის თავმჯდომარეობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების ის ოდენობა , რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო , არჩევნების მეორე ტური იმართება ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის .
12. თუ არჩევნებისას , ხმები ისე გადანაწილდა , რომ საუკეთესო შედეგის მქონეა მხოლოდ ერთი კანდიდატი , დანარჩენ კანდიდატებს შორის იმავე დღეს იმართება რეიტინგული კენჭისყრა , საუკეთესო შედეგის მქონე მეორე კანდიდატის გამოსავლენად ;
13. თუ არჩევნებისას , ხმები ისე გადანაწილდა , რომ საუკეთესო შედეგის მქონე ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვლინდა , იმავე დღეს იმართება რეიტინგული კენჭისყრა , საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის გამოსავლენად .
14. რეიტინგული კენჭისყრა ფარულია ; რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების დამზადებასა და სათანადო გამოყენებას უზრუნველყოფს ხმის დამთვლელი კომისია .
15. რეიტინგულ კენჭისყრამდე ხმის დამთვლელი კომისია ღიად ამოწმებს კენჭისყრის ყუთს და ლუქავს მას . წინასწარ დამზადებული რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების კომისიის წევრებზე გაცემა წარმოებს ღიად ; რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენში კომისიის წევრები კანდიდატებს უწერენ უპირატესობის მიხედვით , შესაბამის პრეფერენციულ ციფრს ( პირველ რიგში – 1- ს , მეორე რიგში – 2- ს და ა . შ .).
16. საუკეთესო შედეგის მქონეა კანდიდატი , რომელიც პრეფერენციული ციფრების დაჯამებით უფრო ნაკლებ ქულას იღებს .
17. რეიტინგული კენჭისყრები ტარდება იმდენჯენ , რამდენიც საჭიროა ორი საუკეთესო რეიტინგული მაჩვენელის მქონე კანდიდატის გამოსავლენად . რეიტინგული კენჭისყრისას კენჭი აღარ ეყრება იმ კანდიდატს , რომელმაც წინა რეიტინგული კენჭისყრისას სხვებზე უკეთესი ( ნაკლები ) ქულა მოიპოვა ( ამ შემთხვევაში რეიტინგული კენჭისყრა ტარდება იმდენჯერ , რამდენიც საჭიროა 1 ( მეორე ) საუკეთესო რეიტინგული მაჩვენებლის მქონე კანდიდატის გამოსავლენად ).
18. არჩევნების მეორე ტური იმართება ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის ამ მუხლის მე -8 – მე -10 პუნქტების შესაბამისად , ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენიდან მეორე სამუშაო დღეს .
19. ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს , ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე არჩეულ იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან . კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე , იმ რიცხვის წინა დღეს , რომელშიც დაიწყო იგი .
20. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს , გადადგეს თანამდებობიდან , მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად .
21. არჩევნების მეორე ტურში კომისიის თავმჯდომარის ვერარჩევის შემთხვევაში , არჩევნები ითვლება ჩაშლილად და კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე , კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის უხუცესი წევრი .
22. კომისიის თავმჯდომარის განმეორებითი არჩევნები იმართება კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩაშლიდან 15 დღის განმავლობაში .
23. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი .
24. კომისიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს .
25. კომისიის თავმჯდომარე :
ა ) წარმართავს კომისიის სხდომებს , პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვისათვის და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისათვის ;
ბ ) კომისიის წევრებს შორის , მათი თანხმობით , ანაწილებს საკურაციო სფეროებს ;
გ ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის აპარატში დასაქმებულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , აფორმებს მათთან შრომის ხელშეკრულებას ;
დ ) ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ მართვას და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას ; ანაწილებს დავალებებს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ; აპარატში დასაქმებულთა შრომითი მოტივაციის მიზნით იყენებს წახალისების ზომებს , ხოლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ;
ე ) ამტკიცებს აპარატის საქმისწარმოების რეგლამენტსა და აპარატის შინაგანაწესს ;
ვ ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს ;
ზ ) ასრულებს სხვა ფუნქციებს , თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას , უკავშირდება კომისიის უფლებამოსილების განხორ ციელებას და არ საჭიროებს კოლეგიურ გადაწყვეტას .
26. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე .
27. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის სულ ცოტა 2 წევრს , ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით .
28. კომისია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხს განიხილავს საჯაროდ , კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში ; კომისიის 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში ;
29. კომისია უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ორი გადაწყვეტილებიდან ერთ – ერთი :
ა ) კომისიის წევრთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ; ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია ;
ბ ) კომისიის წევრთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და კომისიის თავმჯდომარის ვადამდე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ; ამ შემთხვევაში ამ მუხლის შესაბამისად , ინიშნება კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები ;
30. ამ მუხლის 29- ე პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამართულ კენჭისყრაში კომისიის თავმჯდომარე არ მონაწილეობს , ხოლო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით , მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობისა .
მუხლი 6. კომისიის ანგარიშვალდებულება
კომისიის ანგარიშვალდებულების წესი და პირობები განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად.
კომისიის ბიუჯეტი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 8. რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი
კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კომისიის დადგენილებით.