„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
69
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2007-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-23
სარეგისტრაციო კოდი
220.010.040.18.011.010.121
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.010.121

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №69

2007 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

მიმოქცევაში ახალი ემისიის 50 თეთრის, 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალების მონეტების შემოღებასთან დაკავშირებით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესებში“ (სსმ III, 04.04.2006, №45, მუხლი 506) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ 8. მონეტების დახარისხება ხდება ღირებულებათა მიხედვით სრულ და არასრულ ტომრებად (ან სპეციალურ პაკეტებად). ერთ ტომარაში (პაკეტში) მოთავსებული ფულის მაქსიმალური თანხა ნომინალების მიხედვით უნდა იყოს: 1 თეთრი – 20 ლარი, 2 თეთრი – 30 ლარი, 5 თეთრი – 50 ლარი, 10 თეთრი – 100 ლარი, 20 თეთრი – 160 ლარი, 50 თეთრი – 250 (ან 500) ლარი, 1 ლარი – 500 ლარი, 2 ლარი – 1000 ლარი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გოცირიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია