,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
74
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-14
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.010.114
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.114

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 74

2007 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №75, მუხ. 689) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“;

ბ) ამ ბრძანებით დამტკიცებული მე-2 – მე-11 დანართების (ბიუროების დებულებების) მე-13 მუხლებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ პუნქტი:

„ვ) განსაზღვრავს სპეციალისტის უფლებამოსილებებს.“;

გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული მე-12 დანართის (აჭარის პრობაციის ბიუროს დებულების) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. განსაზღვრავს სპეციალისტის უფლებამოსილებებს.“;

დ) ამ ბრძანებით დამტკიცებული მე-2 – მე-12 დანართების (ბიუროების დებულებების) მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია პრობაციის ბიუროს დასახელება და პრობაციის ოფიცრისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომერი.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია