,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-12
სარეგისტრაციო კოდი
230.100.000.22.033.010.093
,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.010.093

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №187

2007 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2320) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.  ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებითი დასაწყობება დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე დროებით შესანახად.“.  

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია