„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
177
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-06
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.023.010.063
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.063

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №177

2007 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №15, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. რეორგანიზებულ იქნეს:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები – თბილისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო ბოლნისის, გარდაბანი-მარნეულის, დმანისის და წალკა-თეთრი წყაროს სატყეო უბნებით;“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინიტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანების პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 მარტიდან.

დ. ტყეშელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია