საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების არარად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
324
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-07
სარეგისტრაციო კოდი
020.010.000.22.034.010.048
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების არარად გამოცხადების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.010.000.22.034.010.048

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №324

2007 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების არარად გამოცხადების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. არარად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის №260 ბრძანება (სსმ III, 2007 წ., №23, მუხ. 276) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის №261 ბრძანება (სსმ III, 2007 წ., №23, მუხ. 277) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია