(ძალადაკარგულია - 09.11.2022, №05/22)
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
2007 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 201 3 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №05/ 17 - ვებგვერდი, 04.09.2013წ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №05/ 47 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
„ პროფესიული თეატრების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , ვბრძანებ:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 201 3 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №05/ 17 - ვებგვერდი, 04.09.2013წ.
1. ქ . ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ . ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი .
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 201 3 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №05/ 17 - ვებგვერდი, 04.09.2013წ.
2. დამტკიცდეს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ . ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის “ დებულება .
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 201 3 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №05/ 17 - ვებგვერდი, 04.09.2013წ.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ . ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 201 3 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №05/ 17 - ვებგვერდი, 04.09.2013წ.
|
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ . ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ( შემდგომში – თეატრი ), როგორც მხატვრულ - სანახაობითი დაწესებულება , საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე , დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით საქმიანობას . 2. თეატრი წარმოადგენს სტაციონარულ სარეპერტუარო , პროფესიულ სახელმწიფო თეატრს , რომელსაც გააჩნია მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა , ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი , რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები წარმოდგენები ( სპექტაკლები ). 3. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო . 4. თეატრის სრული სახელწოდებაა - ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქ . ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ”. 5. თეატრს აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება , დამოუკიდებელი ბალანსი , საანგარიშსწორებო , სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში , ბეჭედი საკუთარი დასახელებით , შტამპი , ბლანკი , ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები . თეატრს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში , საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები , იტვირთოს ვალდებულებები , უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება - გარიგებები , გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში . 6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით . 7. თეატრის იურიდიული მისამართია : საქართველო , ქ . ბორჯომი , მ . კოსტავას №3. მუხლი 2. თეატრის ძირითადი მიზნები , ფუნქციები და საქმიანობის საგანი თეატრის ძირითად ფუნქციებს , მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი თოჯინური და საყმაწვილო სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო ფენებში თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა , ბავშვთა და მოზარდთა სულიერი და ესთეტიკური აღზრდა , ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება , სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის დაცვა , ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება , ტრადიციების აღორძინება და განვითარება , ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა , საქართველოს თოჯინური და საყმაწვილო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება . მუხლი 3. თეატრის უფლება - მოვალეობანი 1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას , საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს : ა ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის , რეპერტუარის შერჩევის , სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ ; ბ ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა , გასცეს თანხმობა ( რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე ) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის , მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების , რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში , ასევე საზღვარგარეთ ; გ ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი , აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ , ასევე იურიდიულ პირებთან ; დ ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა , განსაზღვროს ბილეთების , სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება ; ე ) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით , განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ; ვ ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის , საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების , აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად . 2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა : ა ) უძრავი ქონების შეძენა , გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა ; ბ ) სესხის აღება ; გ ) თავდებობა ; დ ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ; ე ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების , აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა ; ვ ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით , რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს . 3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა . 4. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ და „ ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა . 5. თეატრი ვალდებულია : ა ) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების , „ კულტურის შესახებ “, „ პროფესიული თეატრების შესახებ “, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონების , მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად ; ბ ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად ; გ ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები . მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის , პროფესიული თეატრების შესახებ “, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად . 2. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „ პროფესიული თეატრების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -10 მუხლის შესაბამისად . 3. სამხატვრო ხელმძღვანელის ან / და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის გადაწყვეტილებით , თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო . 4. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სარეკომენდაციო საბჭოს ან / და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით , ან საკუთარი შეხედულებით , დამოუკიდებლად თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით . 5. სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი , პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი , ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სახელოვნებო გამოცდილების , აღიარების , თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი . სამხატვრო ხელმძღვანელი : ა ) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი ; ბ ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე ; გ ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას , სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით ; დ ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით , რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს . 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით ; ე ) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით ; ვ ) უზრუნველყოფს რეჟისორის ( რეჟისორების ) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის , რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით ; ზ ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას ; თ ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ); ი ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს , მთავარ მხატვარს ; კ ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ - ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს ; ლ ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე ( უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან ). 6. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე , ან თეატრის დასის ან / და სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე . 7. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში , დროებითი მოვალეობის შემსრულებელს სამხატვრო საბჭოს წარდგინებით , ან საკუთარი შეხედულებით , ნიშნავს მინისტრი . 8. თეატრის დირექტორი : ა ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ - ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას ; ბ ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ - ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს ; გ ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით ( წესდებით ) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს . 9. თეატრის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით , სამხატვრო საბჭოსთან ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) შეთანხმებით სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი . 1. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული , თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო , რომელიც უფლებამოსილია , მინისტრს წარუდგინოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა და დასაბუთებული მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ . 2. სამხატვრო საბჭო აირჩევა თეატრის დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის საერთო კრების მიერ . 3. სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება , თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი . გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა . იმ შემთხვევაში , თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება , გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა ; საბჭოს მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3- ის ინიციატივით . 4. სამხატვრო საბჭოსთვის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობით . 5. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი . თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით , მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით , რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად . მუხლი 7. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია :
ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები ; ბ ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები ; გ ) უცხოური ინვესტიციები ; დ ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი ; ე ) კერძო შემოწირულობანი ; ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ; ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას . თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია .
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №05/ 47 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. მუხლი 8. თეატრის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს , რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების , მიზანშეწონილობის , ეფექტიანობის და საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას . 2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო , რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა . 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება . მუხლი 9. თეატრის წლიური ბალანსი 1. თეატრი აწარმოებს საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა - ანგარიშგებას , ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს . 2. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი . მუხლი 10. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით . ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში . მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . |