„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
65/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-01
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.028
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.028

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №65/ნ

2007 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის № 40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №18, მუხ. 210) დამტკიცებულ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამაში (დანართი 1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდებათ იმ ოჯახის წევრებსაც, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მშობიარეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მშობიარობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში: ქ. თბილისში 400, სხვა ქალაქებსა და რაიონებში 300 ლარის ოდენობით, ხოლო 70 000 ქულის ზევით – 200 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია