,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
278
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-20
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.10.003.000.919
,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის       28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენ­ლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;

ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;

გ) 2010 წლის 1 იანვრიდან:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 50 მგ/კგ;

სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2009 წლის 1 იანვრამდე დიზელის ხარისხის ანა­ლიზის მეთოდები გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტან­დარტების მიხედვით. 2009 წლის 1 იანვრიდან – საერთა­შორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესა­ბამისად.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია