სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
47/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-20
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.035.009.990
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.009.990

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №47/ნ

2007 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების მე-2 პუნქტის ,,დ.გ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქცია თანდართულ ფორმებთან ერთად (დანართი №1).

2. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა (დანართი №2).

3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №194/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.971

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №299/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1973

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ლ. ჭიპაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №194/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.971

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №227/ნ-სსმIII, №104, 23.07.2007წ.; მუხ.1145

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №299/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1973

4. ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2010 წლის 20 მაისის  ბრძანება  №140/ნ-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.877

 

 

დანართი №1

ინსტრუქცია

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ

    მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებულ ოჯახთა მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების წესსა და პირობებს.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) განყოფილება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო;

გ) მონაცემთა ბაზა – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა;

დ) ოჯახი – მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;

ე) განმეორებითი შეფასების განაცხადი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადი;

ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი (წარმომადგენელი), რომელიც არ არის ოჯახის წევრი.

3. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №194/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.971

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №227/ნ-სსმIII, №104, 23.07.2007წ.; მუხ.1145

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №299/ნ-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.1973

    მუხლი 2

1. ოჯახმა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან (სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან) გასულია ერთი წელი, და რომელიც მიიჩნევს, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (მინიჭებული სარეიტინგო ქულა) საჭიროებს გადამოწმებას (დაზუსტებას), უნდა შეავსოს განმეორებითი შეფასების განაცხადი.

2. განმეორებითი შეფასების განაცხადს ავსებს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. განმეორებითი შეფასების განაცხადის შევსება ხდება განაცხადის ფორმის სათანადო გრაფაში შესაბამისი მონაცემების ჩაწერით. ჩანაწერი კეთდება კალმით, გარკვეული ხელწერით.

4. შევსებას ექვემდებარება განაცხადის ყველა შესაბამისი გრაფა.

5. განაცხადის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია კვადრატული გრაფები, შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი ციფრები.

 

მაგ.:

 

0

1

0

1

0

1

0

1

0

1

0

1

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი

 

 

0

1

0

1

0

1

0

1

0

1

0

პირადი ნომერი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №194/ნ-სსმIII, №90, 27.06.2007წ.; მუხ.971

    მუხლი 3

1. შევსებული განმეორებითი შეფასების განაცხადი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს განყოფილებას, ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედით.

2. განყოფილება უფლებამოსილია, არ მიიღოს არასრულყოფილად შევსებული განაცხადი.

3. არასრულყოფილია განაცხადი, თუ გამოტოვებულია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული გრაფა, კერძოდ, არ არის მითითებული:

ა) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი ან/და პირადი ნომერი;

გ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

4. არასრულყოფილად შევსებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში განყოფილების პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წარმომდგენს დაუბრუნოს განაცხადი და მისცეს განაცხადის სრულყოფილად შევსებისათვის საჭირო ახსნა-განმარტებები.

    მუხლი 4

1. სრულყოფილად შევსებულ განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმას განყოფილების პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში (ფორმა №1) და ანიჭებს ნომერს.

2. განმეორებითი შეფასების განაცხადზე მითითებულ უნდა იქნეს აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით განაცხადისათვის მინიჭებული რიგითი ნომერი.

3. ჟურნალში განაცხადის აღრიცხვა წარმოებს უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრებით. დაუშვებელია ერთი და იმავე ნომრის მინიჭება სხვადასხვა განაცხადისათვის.

4. ჟურნალში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) განაცხადის რიგითი ნომერი;

ბ) განაცხადში მითითებული ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) განაცხადის შემომტანი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი;

დ) განაცხადის ჩაბარების თარიღი (დღე, თვე, წელი);

ე) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა.

5. განაცხადის ჩაბარებისა და ჟურნალში ხელმოწერის შემდეგ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელზე გაიცემა განაცხადის განყოფილებაში ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (ფორმა №2), რომელშიც აღინიშნება განაცხადის ჩაბარების თარიღი, განაცხადის ნომერი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და განაცხადის მიმღები განყოფილების დასახელება.

    მუხლი 5

1. სააგენტო უზრუნველყოფს შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს მასში შეტანილი მონაცემების შესწავლას, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენასა და ოჯახის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვება/დადგენას.

2. განაცხადის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ;

ბ) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებაზე უარის თქმის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად.

    მუხლი 6

ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ განაცხადის ფორმა ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 5 (ხუთი) წლისა.

    მუხლი 7

წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ფორმა N 1

აღრიცხვის ჟურნალი

 

N

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი

უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი

განმაორებითი შეფასების განაცხადის ჩაბარების თარიღი

ხელმოწერა

 

_________________

 

  _______  _______  _________

   რიცხვი   თვე          წელი

 

 

_________________

 

   _______  _______  _________

   რიცხვი   თვე          წელი

 

 

_________________

 

  _______  _______  _________

   რიცხვი   თვე          წელი

 

 

_________________

 

  _______  _______  _________

   რიცხვი   თვე          წელი

 

 

                                                                                  ფორმა N 2

 

ცნობა

განმეორებითი შეფასების განაცხადის

ჩაბარების შესახებ

 

განაცხადის N ___________________________________________________

                                       სააღრიცხვო ჟურნალის ნომერი

განაცხადის ჩაბარების თარიღი ___________________________________

                                                                                      რიცხვი, თვე, წელი

განყოფილების დასახელება _______________________________________

_________________________________________________________________

განაცხადი ჩავიბარე: ______________________________________________

                                         განყოფილების პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი

 

 

 


დანართი №3

კრებსითი — სრული ვერსია