სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.009.961
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-14
2007 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების წესის, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №2-153 - ვებგვერდი, 01.09.2011 წ.
,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების წესი (დანართი №1) თანდართული რედაქციით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №2-153 - ვებგვერდი, 01.09.2011 წ.
2. დამტკიცდეს წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის თანდართული ბლანკი (დანართი №2).
3. დამტკიცდეს წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი (დანართი №3).
4. დამტკიცდეს თანდართული წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №4).
5. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა (ლევან ორკოშნელი) უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №2-153 - ვებგვერდი, 01.09.2011 წ.
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების წესი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №2-153 - ვებგვერდი, 01.09.2011 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების პროცედურებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №2-153 - ვებგვერდი, 01.09.2011 წ.
მუხლი 2. წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიების მინიჭება
1. ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მისანიჭებლად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) საბადოს ჰიდროგეოლოგიურ აღწერას;
ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას ნატურალური მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან;
გ) წყლის კლინიკური და ფარმაკოლოგიური მახასიათებლების აღწერას (საჭიროების შემთხვევაში);
დ) საბადოს ეკოლოგიური დაცულობის აღწერას;
ე) საბადოში წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის, ტემპერატურის და დებიტის სტაბილურობის დამადასტურებელ ორი წლის ინფორმაციას მაინც;
ვ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და წყლის დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას;
ზ) საბადოს გეოგრაფიულ მდებარეობას და მის სრულ დასახელებას;
თ) წყლის საბადოს მარაგის დამტკიცების ოქმს.
2. წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის წყაროს წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, გარდა „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა.
3. წყაროს წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, გარდა „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა.
4. წარმოებული (ჩამოსხმული) სუფრის წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებს. ამ კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) წყლის ობიექტის კომპლექსურ დახასიათებას და მის სრულ დასახელებას;
ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან;
გ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას.
5. გადაწყვეტილებას წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის წყლის კატეგორიის მინიჭების შესახებ სააგენტო იღებს განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში.
6. აკრძალულია ერთი კატეგორიის წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სახელწოდების გამოყენება სხვა კატეგორიის წყლისათვის.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №2-153 - ვებგვერდი, 01.09.2011 წ.
დანართი №2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სურსათის ეროვნული სააგენტო
წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორია
მინიჭებული კატეგორიის რეგისტრაციაში გატარების № ____________
თარიღი: „____“ „____________“ 20- წ.
გაცემულია: __________________________________________________________________________
იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
__________________________________________________________________________________
ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, კოდი, ტელეფონის ნომერი
წყლის სასაქონლო პროდუქციის დასახელება: ____________________________________________
______________________________________________________________________________________
საბადოს გეოგრაფიული მდებარეობა და დასახელება: _____________________________________
______________________________________________________________________________________
მინიჭებული კატეგორიის დასახელება: _______________________________________________
სააგენტოს უფროსი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
დანართი №3
წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკი (შემდგომში – ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმა“) შემუშავებული და დამტკიცებულია ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას და აღრიცხვა-ანგარიშგებას სააგენტო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს სააგენტო ამზადებს დამოუკიდებლად „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა და შენახვა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა ,,საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბმისად ხდება სარეგისტრაციო ჟურნალში.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სათავსო, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის პროცედურები
მკაცრი აღრიცხვის ფორმებს მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსლია გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმები და რომელიც მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების ფაქტს ადასტურებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება კომპიუტერის საშუალებით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შემვსები ადგენს აქტს მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაუქმების მიზეზის მითითებით.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა (დედანი) გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ასლი ინახება სააგენტოს სურსათის დეპარტამენტში.
4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები რეგისტრირდება სარეგისტრაციო ჟურნალში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაზიანების გამო;
გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია ჩამოწერის მიზეზის მითითებით შეიტანება სარეგისტრაციო ჟურნალში.
4. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. კონტროლი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
2. სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე ანგარიშს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-83 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
დანართი №4
| წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის სარეგისტრაციო ჟურნალი | |||||||||||||
| № | წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორია | რეგისტრაციაში გატარების | ფიზიკური ან იურიდიული პირის | წყლის სასაქონლო პროდუქციის დასახელება | საბადოს გეოგრაფიული | ოქმის № | შენიშვნა | ||||||
| დასახე ლება | სამართლებ-რივი ფორმა | მისამართი | ტელეფონი | ||||||||||
| № | თარიღი | ფაქტობ რივი | იურიდი ული | მდება-რეობა | დასახე-ლება | ||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|