„სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-05
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.027.009.929
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.009.929

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №36

2007 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-21 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანების (სსმ III, 2000წ., №2, მუხ.23) მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) №7 საერთო და მკაცრი  რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (მცხეთის რაიონი)”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია