,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-29
სარეგისტრაციო კოდი
120.260.010.22.026.009.863
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.026.009.863

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №37

2007 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №143, მუხ. 1592) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულებით. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველოს უფროსი არის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.

დ. კეზერაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია