საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/64
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-24
სარეგისტრაციო კოდი
320.080.000.22.024.009.844
საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.080.000.22.024.009.844

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

 მინისტრის ბრძანება №1-1/64

2007 წლის 16 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006წ. №351 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1) 2007 წლის 25 იანვრიდან გაშვებული იქნეს მიმოქცევაში საქართველოს შემდეგი საფოსტო ნიშნები (მარკები):

ა) ,,გურული მოჯირითეები ამერიკაში“ – 1 მარკა; ავტორი ბ. გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; ნომინალი – 100 თეთრი; რაოდენობა – 15 000 ცალი; ზომა: ფურცლის – 78X87მმ., მარკის – 38X30მმ.

 

მარკა № 413

 

 

 

 

ბ) ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა – 100 წლისთავი” –  1 მარკა; ავტორი     ბ. გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; ნომინალი – 40 თეთრი; რაოდენობა – 20 000 ცალი; ზომა – 30X38მმ.

 

 

 

 

მარკა № 412

 

 

 

 

2.  ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ. არველაძე

კრებსითი — სრული ვერსია