,,საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი
2007-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-23
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.009.837
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.009.837

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №02

2007 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №8 ბრძანებით (სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ. 1093) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;

გ) სახელმწიფო ბრალდების სამმართველო.

2. პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია