“ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
56
მიმღები ორგანო
საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი
2006-12-29
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.39.036.009.763
“ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

                                                                                      110.060.000.39.036.009.763

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №56

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის  2006 წლის 18 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირ-ველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე-ლოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექ-ტემბრის №15 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №128, მუხ. 1697) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საოლქო პროკურატურას აქვს ანგარიში ხაზინაში, ხარჯთანუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქვემო ქართლის საოლქო პრო-კურატურის დასახელებით.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს საოლქო პროკურატურისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ასევე სხვა ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქვემდებარებული პროკურატურების მუშაკთათვის;“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:

,,პ) უზრუნველყოფს ქვემო ქართლის საოლქო პრო-კურატურისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა განკარგვას საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგ-ნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებებს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                              ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია