„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2006-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-31
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.009.710
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.710

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №43

2006 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის №737 ბრძანებულების და სს ,,საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის“ განცხადების საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1. ,,ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2006 წ., №2, მუხ.8) პირველ მუხლში მოცემული ცხრილის მე-5 პუნქტში სიტყვები ,,სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ შეიცვალოს სიტყვებით ,,შპს ,,საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“, ხოლო სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისთვის“ დადგენილი ტარიფი გავრცელდეს შპს ,,საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციაზე“. ამასთან, განისაზღვროს როგორც ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი.

აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით პირველი მუხლით დამტკიცებული ცხრილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,         

№

მიმწოდებელი

მიწოდების (საბითუმო) ტარიფები

 

(იმპორტიორი) კომპანიები

1

2

3

5

შპს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“

225,49 (ზედა ზღვარი)

 

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღის შემდეგ და მისი მოქმედება ვრცელდება 2006 წლის 22 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია 2007 წლის 1 თებერვლამდე. (ძალადაკარგულია.)

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 31 იანვრის დადგენილება  №2 - სსმ III, 13.02.2007, №20, მუხ.225

გ. თავაძე

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 31 იანვრის დადგენილება  №2 - სსმ III, 13.02.2007, №20, მუხ.225

კრებსითი — სრული ვერსია