გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1767
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.009.708
გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.708

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1767

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ� ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ინსტრუქცია ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ� (დანართი №1).

ბ) ,,საბანკო გარანტია� (დანართი №2).

გ) ,,ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი� (დანართი №3).

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 30 მარტის ბრძანება №281 - სსმ III, 30.03.2007, №44, მუხ.495

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №474 - სსმ III, 14.05.2007, №66, მუხ.738

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №653 - სსმ III, 19.06.2007, №84, მუხ.904

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1022 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1320

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №1161 - სსმ III, 23.10.2007, №148, მუხ.1656

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1292 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1965

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის ბრძანება №11 - სსმ III, 09.01.2008, №3, მუხ.48

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №72 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.153

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №540 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.983

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №562 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1002

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №870 - სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ.1740

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №174 - სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ.392

14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №190 - სსმ III, 30.03.2009, №39, მუხ.449

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №678 - სსმ III, 23.10.2009, №130, მუხ.1510

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის ბრძანება №21 - სსმ III, 15.01.2010, №5, მუხ.33

17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №543 - სსმ III, 05.07.2010, №79, მუხ.1157

18. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993 - სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2549

დანართი №1

ინსტრუქცია გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საბაჟო ვალდებულება, უნდა წარადგინოს საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.

��� მუხლი 2. გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევები

1. გარანტია არ წარედგინება, თუ:

ა) საქონელი გადაადგილდება:

ა.ა) საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით;

ა.ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით;

ა.გ) სარკინიგზო ტრანსპორტით;

ა.დ) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით;

ბ) პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საბაჟო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის მე-19 ნაწილით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდება თავისი სვლით ან გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით.

დ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს მიეკუთვნება:

დ.ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;

დ.ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო;

დ.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);

დ.დ) საქართველოს საპატრიარქო;

ე) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში � საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ვ) წარმომადგენლობა ხორციელდება საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დროს;

ზ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ან საქართველოს ფინანთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საქონლის დეკლარირებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევებში შესაძლო საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას, საბაჟო ვალდებულებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებია:

ა) ტრანზიტის რეჟიმის დროს � საქონლის გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი;

ბ) სხვა შემთხვევაში � საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №474 - სსმ III, 14.05.2007, №66, მუხ.738

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №1161 - სსმ III, 23.10.2007, №148, მუხ.1656

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის ბრძანება №11 - სსმ III, 09.01.2008, №3, მუხ.48

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №72 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.153

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №562 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1002

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №190 - სსმ III, 30.03.2009, №39, მუხ.449

��� მუხლი 3. გარანტიის წარდგენის ადგილები

გარანტიის წარდგენის ადგილებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანო:

ბ.ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევის დროს;

ბ.ბ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცევის დროს (გარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.გ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევის დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარი შემოტანისას;

ბ.დ) დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს;

ბ.ე) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;

ბ.ვ) ორ ან ორზე მეტ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის შემთხვევაში.

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი � შემოსავლების სამსახური (შემდგომში � შემოსავლების სამსახური):

გ.ა) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღების შემთხვევაში;

გ.ბ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მიღების შემთხვევაში;

გ.გ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღების შემთხვევაში;

გ.დ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მიღების შემთხვევაში;

გ.ე) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №474 - სსმ III, 14.05.2007, №66, მუხ.738

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №72 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.153

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №562 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1002

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №870 - სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ.1740

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №174 - სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ.392

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №190 - სსმ III, 30.03.2009, №39, მუხ.449

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №678 - სსმ III, 23.10.2009, №130, მუხ.1510

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №543 - სსმ III, 05.07.2010, №79, მუხ.1157

��� მუხლი 4. გარანტიის ფორმები და სახეები:

1. გარანტია შეიძლება იყოს:

ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია საბაჟო დამუშავების ერთი ოპერაციის მიმართ ვალდებული პირის (გარდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა) ან საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ საბაჟო ვალდებულებებზე;

ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:

ბ.ა) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოს წინაშე;

ბ.ბ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოს წინაშე;

ბ.გ) ორ ან ორზე მეტ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებები.

2. გარანტიის სახეებია:

ა) საბანკო გარანტია (დანართი №2):

ა.ა) საბანკო გარანტიის (შემდგომში � გარანტია) გამცემი ბანკების ჩამონათვალი, ერთი გარანტიის საგარანტიო თანხისა და ერთი ბანკის მიერ გასაცემი გარანტიის საგარანტიო თანხის მაქსიმალური ოდენობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოველკვარტალურად წერილობით ეცნობება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას ატყობინებს შემოსავლების სამსახურს;

ა.ბ) გარანტია წარედგინება ამ ინსტრუქციის პირველი მუხლით დადგენილი წესით და საბაჟო ორგანოსათვის მისაღები საგარანტიო ვალდებულებებით, რომლითაც ბანკი (გარანტორი) საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებული პირის თხოვნით კისრულობს ვალდებულებას, გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს წერილობითი მოთხოვნისთანავე, შესაბამისი თანხა ჩარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

ა.გ) გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ა.დ) გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტორის მიერ, თუ შესრულებული არ არის საბაჟო ვალდებულება ან არ არსებობს სხვა გარანტია;

ა.ე) გარანტია მოწმდება საბაჟო ორგანოში, რათა დადგინდეს, პასუხობს თუ არა იგი განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგარანტიო ვადა შეესაბამება თუ არა საქონლის გადაადგილების ან საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის დადგენილ ვადას, საგარანტიო თანხა კი � ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილ ოდენობას;

ა.ვ) მიღების შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ვალდებულ პირს;

ა.ზ) უქმდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე;

ა.თ) უქმდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

ა.ი) გარანტიით გათვალისწინებული გარანტორის ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია;

ა.კ) საბაჟო ვალდებულებების შესრულების შემდეგ უქმდება საბაჟო ორგანოს მიმართ გარანტორის ვალდებულება;

ბ) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი (დანართი №3):

ბ.ა) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის (შემდგომში � პოლისი) გამცემი სადაზღვევო ორგანიზაციების ჩამონათვალი, ერთი პოლისისა და ერთი სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გასაცემი პოლისის მაქსიმალური ოდენობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ყოველკვარტალურად წერილობით ეცნობება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას ატყობინებს შემოსავლების სამსახურს;

ბ.ბ) პოლისი წარედგინება ამ ინსტრუქციის პირველი მუხლით დადგენილი წესით და საბაჟო ორგანოსათვის მისაღები საგარანტიო ვალდებულებებით, რომლითაც სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტორი) საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებული პირის თხოვნით კისრულობს ვალდებულებას, პოლისით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს წერილობითი მოთხოვნისთანავე, შესაბამისი თანხა ჩარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

ბ.გ) პოლისი ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ.დ) პოლისი არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტორის მიერ, თუ შესრულებული არ არის საბაჟო ვალდებულება ან არ არსებობს სხვა პოლისი;

ბ.ე) პოლისი მოწმდება საბაჟო ორგანოში, რათა დადგინდეს, პასუხობს თუ არა იგი დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, საგარანტიო ვადა შეესაბამება თუ არა საქონლის გადაადგილების ან საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის დადგენილ ვადას, საგარანტიო თანხა კი � ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილ ოდენობას;

ბ.ვ) მიღების შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ახდენს პოლისის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ვალდებულ პირს;

ბ.ზ) უქმდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე;

ბ.თ) უქმდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

ბ.ი) პოლისით გათვალისწინებული გარანტორის ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა პოლისი;

ბ.კ) თანხის გადახდის შემდეგ წყდება საბაჟო ორგანოს მიმართ გარანტორის ვალდებულება;

გ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში:

გ.ა) საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში ვალდებული პირის მიერ სათანადო თანხა სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით შეიტანება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე � დეპოზიტების საბაჟო საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა შემოსავლების სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ელექტრონულად და ერთდროულად � წერილობითი ფორმით;

გ.ბ) ვალდებული პირი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საგადასახადო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 2 სექტემბრის №220 ბრძანებით განსაზღვრული წესით;

გ.გ) საბაჟო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული ინფორმაციისა და ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დავალების ურთიერთშედარებას. კერძოდ, ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება საგარანტიო თანხა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილ ოდენობას. შეუსაბამობის შემთხვევაში საგადასახადო დავალება არ მიიღება;

გ.დ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთიან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეობით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

გ.ე) დეპოზიტზე ყოფნის დროს თანხაზე პროცენტის დარიცხვა, აგრეთვე თანხის ინდექსაცია არ ხდება;

გ.ვ) შესაბამისი საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემტანის მიერ მისი განკარგვა;

გ.ზ) ბრუნდება ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოს წინაშე დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შემდეგ. დაბრუნების საფუძველია თანხის დაბრუნებაზე ვალდებული პირის წერილობითი მოთხოვნა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ.თ) ბრუნდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

გ.ი) ვალდებული პირის ანგარიშზე არსებული დეპოზიტის დაბრუნება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ხორციელდება არა უგვიანეს 3 საბანკო დღისა;

გ.კ) ვალდებული პირის მიერ დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, დეპოზიტი, ვალდებული პირის თანხმობით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს და ჩაითვალოს მომავალი საბაჟო გადასახდელების ანგარიშში. ამ საკითხზე, ვალდებული პირის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, გადაწყვეტილებას ღებულობს შესაბამისი საბაჟო ორგანო;

გ.ლ) სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტით უზრუნველყოფილი საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მოთხოვნისთანავე დეპოზიტის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ.მ) დეპოზიტის დაბრუნება ხორციელდება დეპოზიტით უზრუნველყოფილი საბაჟო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, თუ მისი დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა საბაჟო ორგანოს წარედგინა 3 წლის განმავლობაში ვალდებულებების შესრულების დღის მომდევნო დღიდან დაწყებული. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოუთხოვნელი ფულადი დეპოზიტის თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და დაბრუნებას აღარ ექვემდებარება;

გ.ნ) თუ საბაჟო ვალდებულების შესრულების პერიოდში პირს წარმოეშვა საბაჟო დავალიანება საბაჟო გადასახდელების, ჯარიმების ან საურავების სახით, ჯერ დაიფარება წარმოშობილი დავალიანება, ხოლო შემდგომ დეპოზიტის დაბრუნება მოხდება იმ ოდენობის თანხით, რომელიც დარჩება წარმოშობილი დავალიანების დაფარვის შემდეგ.

3. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №474 - სსმ III, 14.05.2007, №66, მუხ.738

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №562 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1002

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №870 - სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ.1740

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №190 - სსმ III, 30.03.2009, №39, მუხ.449

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №678 - სსმ III, 23.10.2009, №130, მუხ.1510

��� მუხლი 5. გარანტიის შეთანხმება

1. ვალდებული პირი უფლებამოსილია (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გარანტიის სახეებიდან ამოირჩიოს საბაჟო ორგანოში წარსადგენი გარანტია;

ბ) საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტია, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის არსებობის მიუხედავად, წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის გარანტიით.

11. წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება განსაზღვრულ ვადაში;

ბ) უარი თქვას წარდგენილ გარანტიაზე, თუ იგი ეწინააღმდეგება საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელ საბაჟო კანონმდებლობას ან ვერ უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვადაში წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების შესრულებას.

3. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია ვალდებული პირის ან მესამე პირის შუამდგომლობისა და საბაჟო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №190 - სსმ III, 30.03.2009, №39, მუხ.449

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №678 - სსმ III, 23.10.2009, №130, მუხ.1510

��� მუხლი 6. საგარანტიო თანხის ოდენობა

1. საგარანტიო თანხის ოდენობა დიფერენცირებულია და შეადგენს:

ა) (ამოღებულია);

ბ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცევის დროს (გარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა) � იმპორტის საბაჟო რეჟიმის დროს გადასახდელი გადასახდელების ოდენობის თანხა;

გ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევის დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარი შემოტანისას � იმპორტის საბაჟო რეჟიმის დროს გადასახდელი გადასახდელების ოდენობის თანხა;

დ) დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს � საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობა;

ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის მიღების შემთხვევაში:

ე.ა) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის (მაძიებლისთვის) � საბაჟო კონტროლის ქვემდებარე საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე 10 ევროს, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 5 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;

ე.ბ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) � იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება) გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 4 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;

ე.გ) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) � საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვისათვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის და შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 2 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 20 000 და არა უმეტეს 400 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება) გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.), რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 2 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 20 000 და არა უმეტეს 400 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;

ე.დ) ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის), რომლის საწყობში განთავსდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები, საგარანტიო თანხა სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში � გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;

ვ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო მოწმობის მიღების შემთხვევაში � 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ზ) (ამოღებულია);

თ) საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევის დროს � იმპორტის საბაჟო რეჟიმის დროს გადასახდელი გადასახდელების ოდენობის თანხა;

ი) (ამოღებულია);.

კ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის (მაძიებლისთვის) � საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე 10 ევროს, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე � 5 ევროს, რეზერვუარის (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) ყოველ 1 კუბ.მ-ზე 2 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;

ლ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს, პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში � 100 000 ლარს;

მ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას � კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ საბაჟო გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) საბაჟო გადასახდელებს შორის არსებულ სხვაობას;

ნ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში � 50 000 ლარს.

2. (ამოღებულია).

3. ორ ან ორზე მეტ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს საბაჟო გადასახდელების დაფარვას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 30 მარტის ბრძანება №281 - სსმ III, 30.03.2007, №44, მუხ.495

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №474 - სსმ III, 14.05.2007, №66, მუხ.738

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1022 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1320

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №1161 - სსმ III, 23.10.2007, №148, მუხ.1656

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1292 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1965

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №72 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.153

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №540 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.983

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №562 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1002

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №870 - სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ.1740

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №174 - სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ.392

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №190 - სსმ III, 30.03.2009, №39, მუხ.449

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №678 - სსმ III, 23.10.2009, №130, მუხ.1510

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის ბრძანება №21 - სსმ III, 15.01.2010, №5, მუხ.33

��� მუხლი 7. გარანტიის მოქმედების ვადა

1. გარანტიის მოქმედების ვადა გარანტიის წარდგენიდან არ უნდა იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევის დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას ან დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს საქონლის გატანისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას � არანაკლებ 2 თვისა.

2. (ამოღებულია);.�������������������������������������

3. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული) ან უბაჟო ვაჭრობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №653 - სსმ III, 19.06.2007, №84, მუხ.904

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №562 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1002

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №174 - სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ.392

��� მუხლი 8. გარანტიის გაუქმება ან შესრულება

1. თუ არ წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, შესრულდა საბაჟო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტიები უქმდება.

2. თუ საბაჟო დავალიანება დაფარულია ნაწილობრივ ან საბაჟო დავალიანება შესაძლოა წარმოიშვას მხოლოდ გადასახდელების უზრუნველყოფილი თანხის ნაწილზე, ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე საგარანტიო თანხის ნაწილი ექვემდებარება გაუქმებას.

3. დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების თანხის გადაუხდელობის ან/და საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლის შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება საბაჟო გადასახდელების თანხისა და საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

��� მუხლი 9. გარანტიის გაუქმების საფუძვლები

გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:

ა) (ამოღებულია);;

ბ) დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის დროს (გარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა) � საბაჟო რეჟიმის დასრულების თაობაზე ამ საქონლის რეექსპორტით გატანის საბაჟო დეკლარაციისა და აღრიცხვის მოწმობის კონტროლიდან მოხსნა;

გ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევის დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარი შემოტანისას � საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გატანის საბაჟო დეკლარაციისა და აღრიცხვის მოწმობის კონტროლიდან მოხსნა;

დ) დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს � საქონლის გასატანად წარმოდგენილი გარანტიის ვადის მოქმედების პერიოდში დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხის გადახდის ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემთხვევაში � საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმება;

ვ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემთხვევაში � უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმება;

ზ) (ამოღებულია);

თ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემთხვევაში � თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმება;

ი) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის შემთხვევაში � საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმება;

კ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ საქონლის დაუყოვნებლივ გაშვების მიზნით წარმოდგენილი აქვს გარანტია � გარანტიის მოქმედების პერიოდში დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხის გადახდა ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა;

ლ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში � საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა ,,ASYCUDA�-ში პირის დაშვების თაობაზე საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ გარანტიის გაუქმებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას წარმომადგენლის წარმოშობილი ან/და წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას;

მ) ორ ან ორზე მეტ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გარანტიის წარმდგენი პირის წერილობითი განცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ გარანტიის გაუქმებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პირის წარმოშობილი ან/და წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას;

ნ) საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №653 - სსმ III, 19.06.2007, №84, მუხ.904

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №72 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.153

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №562 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1002

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №870 - სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ.1740

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №174 - სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ.392

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №190 - სსმ III, 30.03.2009, №39, მუხ.449

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №678 - სსმ III, 23.10.2009, №130, მუხ.1510

��� მუხლი 10. გარანტიის თანხის ჩამოჭრა

1. გარანტიის თანხის ჩამოჭრის პირობებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის დროს (გარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა) � საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე-132-ე მუხლების დებულებათა დარღვევისას;

გ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევის დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარი შემოტანისას � საქართველოს საბაჟო კოდექსის 133-ე-146-ე მუხლების დებულებათა დარღვევისას;

დ) დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს � თუ საქონლის გასატანად წარმოდგენილი გარანტიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 დღე და გარანტიის მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონია დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხის გადახდას ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას;

ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემთხვევაში � საქართველოს საბაჟო კოდექსის 102-ე-113-ე მუხლების დებულებათა დარღვევისას;

ვ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემთხვევაში � საქართველოს საბაჟო კოდექსის 114-ე მუხლის დებულებათა დარღვევისას;

ზ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემთხვევაში � საქართველოს საბაჟო კოდექსის 149-ე�155-ე, 159-ე, 161-ე და 162-ე მუხლებით გათვალისწინებულ თავისუფალ საწყობთან დაკავშირებულ დებულებათა დარღვევისას;

თ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის შემთხვევაში � დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების თანხის გადაუხდელობა ან/და საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლა;

ი) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს ,,საქონლის დაუყოვნებლივ გაშვების მიზნით წარმოდგენილი გარანტიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 დღე და გარანტიის მოქმედების პერიოდში დეკლარანტს არ გადაუხდია გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხა ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის ძალაში შესული;

კ) წარმომადგენლის მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას მის დასრულებამდე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა.

2. თუ საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო პროცედურები, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 დღეში საბაჟო ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება. აღნიშნული თანხა გარანტორს დაუბრუნდება საბაჟო პროცედურების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღეში. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო პროცედურები, თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №474 - სსმ III, 14.05.2007, №66, მუხ.738

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №653 - სსმ III, 19.06.2007, №84, მუხ.904

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №72 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.153

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №562 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1002

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №870 - სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ.1740

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №981 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2011

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №174 - სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ.392

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №190 - სსმ III, 30.03.2009, №39, მუხ.449

��� მუხლი 11. ახალი ან დამატებითი გარანტიის წარდგენა

თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების შესრულებას, საბაჟო ორგანო ვალდებულია გარანტიის წარმდგენს მოსთხოვოს პირველად წარდგენილი გარანტიის ახლით შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №174 - სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ.392

დანართი №2

საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია

GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY

საბანკო გარანტია

BANK GUARANTEE

№ ----------- ��������������������������������������������������������������� �-----� ----------------- 200- წ.

გარანტის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი: �� ���� ---------------------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

GUARANTOR:

 

პრინციპალის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი��� ���� ------------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

PRINCIPAL, THE IDENTIFICATION CODE

 

ბენეფიციარი: ���� ---------------------------------------------------------

BENEFICIARY:

გარანტიის ობიექტი:�� ��� ���� -----------------------------------------------------------

OBJECT OF GUARANTEE:

 

გარანტორის ვალდებულება: �� �საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარანტი

GUARANTOR`S OBLIGATION: იღებს გამოუწვევად ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და

���������������������������� ���� ���� ���� ���� ���� გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს

��������������������������������������������������� ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით

��������������������������������������������������� გათვალისწინებული�� თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის

��������������������������������������������������� საფუძველზე.

 

გარანტიის თანხა: �� -------------------------------------------------------

GUARANTEE AMOUNT:

 

გარანტიის მოქმედების

ტერიტორია: -------------------------------------------------------

TERRITORY OF GUARANTEE

VALIDITY:

 

გარანტიის მოქმედების პერიოდი: ��� -------------------------------------------------------

PERIOD OF GUARANTEE VALIDITY:

�

����������������������������������������������������������������������������������������������������������������� ხელმოწერა

გარანტი: �� ���� ������������������������������������������������������������������������������������� ���� �signed

GUARANTOR: �� ������������������������������������������������������������� ------------------------------------------------------�

ბ.ა.

დანართი №3

საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია

GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

CERTIFICATE OF FINANCIAL RISK INSURANCE

№ ----------- �-----� ----------------- 200- წ.

მზღვეველის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი: �� ���� ���� ���� --------------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

INSURER:

დამზღვევის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი: �� ���� ------------------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

POLICYHOLDER:

დაზღვეული (მოსარგებლე): ��� ���� -------------------------------------------------------

INSURED (BENEFICIARY):

დაზღვევის ობიექტი: ���� ------------------------------------------------------

OBJECT OF INSURANCE:

მზღვეველის ვალდებულება: �� საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარანტი

INSURER`S OBLIGATION: ������ იღებს გამოუწვევად ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

სადაზღვევო თანხა: ��� ����������������������������������������������� ---------------------------------------------------------

INSURANCE AMOUNT:

დაზღვევის ტერიტორია: ���� ���� ����������������������� ������������� ---------------------------------------------------------

TERRITORY OF INSURANCE:

გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა: �������� ----------------------------------------------------------

PREMIUM:

დაზღვევის პერიოდი: ���� ���� ������������������������������������������ ----------------------------------------------------------

PERIOD OF INSURANCE:

����

მზღვეველი/Insurer

დამზღვევი/Policyholder

დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმები

I have read and agreed to the insurance condition

------------------------------------

-----------------------------------------

ხელმოწერა/Signature �����������������������������ბ.ა/Seal

ხელმოწერა/Signature ������������������������������ბ.ა/Seal

 

კრებსითი — სრული ვერსია