საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1757
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.009.704
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.704

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1757

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქარ­­თველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამ­­­ტკი­­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებუ­ლების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის სა­ფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს „საქონლის დროებითი შემოტა­ნისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძა­ლული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერ­ვლის №84 ბრძანება.

 3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206

2.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №391-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.664

3.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №732-სსმIII, №94, 02.07.2007წ., მუხ.1001

4.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №926-სსმIII, №105, 25.07.2007წ., მუხ.1162

5.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII,  №121,  27.08.2007წ.,  მუხ.1329

6.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №1165-სსმIII,  №151,  26.10. 2007წ.,  მუხ.1675

7.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის  ბრძანება №177-სსმIII,  №32,  29.02.2008წ.,  მუხ.338

8.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII,  №78,   02.06.2008წ.,  მუხ.843

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

10.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანება №381-სსმIII,  №74,   18.06.2009წ.,  მუხ.809

11.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №263-სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.551

12.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №541-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1155

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №679-სსმIII, №107, 30.08.2010წ., მუხ.1671

14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII,№147, 11.11.2010წ.,მუხ.2094

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის  ბრძანება №919-სსმIII,№165,17.12.2010წ., მუხ.1341

16. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993 -სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2549

ინსტრუქცია

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოური საქონლის შეტანას დაბრუნების ვალდებულებით, იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობითა და არასატარიფო ღონისძიებების გამოყენებით. დროებით შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოიყენება უცვლელად, გარდა მისი ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.

11. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ასევე ის უცხოური საქონელი, რომლის მიმართაც განსაზღვრული იყო სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების ძირი­თადი დანიშნულება არის საქართვე­ლოს უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა მიმარ­თულებით ურთიერთობების ხელშეწყობა.

3. აკრძალულია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმ­ში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძა­ლულია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს საბაჟო საწყობში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას - „დაბრუნებულია საქონე­ლი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირად­ნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონ­მდებ­ლობის შესაბამისად.

6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგე­ნიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდ­გენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლო­ბით გათვა­ლის­წი­ნებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.

7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესა­ბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

    მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები

 1. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერი­ტო­რიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგე­ნილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:

 ა) საქონლის წარდგენა;

 ბ) ზოგადი დეკლარირება;

გ)  მოწმობის გამოწერა (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა).

2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს სა­ქონლის დათვა­ლიერება, სინჯების და ნიმუ­შების აღება და საიდენტი­ფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №926-სსმIII, №105, 25.07.2007წ., მუხ.1162

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII,  №78,   02.06.2008წ.,  მუხ.843

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094

    მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:

ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონ­ტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;

ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზ­ღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახ­სნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარ­­დგე­ნით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;

გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

    მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგა­ნოში

1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონ­ლის სასაზღვრო კონტროლის განხორ­ციელების დას­რუ­ლებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპე­რაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული აღრიცხვის მოწმობის შევსე­ბისათვის).

3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარ­დგე­ნილი უნდა იქნეს სატრან­სპორ­ტო დოკუმენტები:

ა) სახმელეთო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – სატრანს­პორტო ზედდებული;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – კონოსამენტი;

გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – ავიაზედ­დე­ბული;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით დროებითი შემოტანის დროს – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი.

31. (ამოღებულია).

4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვა­ლისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:

ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;

ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;

გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენ­ტი) – საქართველოს საბა­ჟო კანონმდებლობის შე­სა­ბა­­მისად.

დ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

დ.ა) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზა­ციების წარმომად­გენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარა­ღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემო­ტანის ნებართვა.

დ.ბ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლა­რების საქართვე­ლოში შემოტანის ნებართვა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამო-სილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII,  №121,  27.08.2007წ.,  მუხ.1329

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII,  №78,   02.06.2008წ.,  მუხ.843

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094

    მუხლი 5. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხა

1. აქციზური საქონელი, საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესა­ბამისად (გარდა მსუბუქი ავტომობი­ლებისა (სეს ესნ-ის კოდი – 8703) და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთ­ვნი­ლი თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმისა).

2. მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონის­ძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა).

3. კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა).

4. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშ­ნულზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი.

6. სახიფათო (მათ შორის ტოქსიკური) და რადიაქ­ტიუ­რი, სამრე­წველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით).

7. არასახიფათო (მათ შორის არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენ­ციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებუ­ლი განთავსების ოპერაციათა „ა“ ჯგუფი).

8. საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები.

9. პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა).

10. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა.

11. ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი.

12. ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა) უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები.

13. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრე­კურ­სორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წი­ნებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტრო­პული ნივთიერებები და პრეკურსორები.

14. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დის­ტილა­ტები.

15. შეზღუდულად ბრუნვადი მასალები „ლიცენზიე­ბისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა

ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფო საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206

    მუხლი 7. დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუ­ალე­ბების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი

„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების  საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (ამ მუხლის 11–12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 45 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა გაიზრდება არა უმეტეს 20 კალენდარული დღით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

12. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.

2. დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრან­სპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერი­ტო­რიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორცი­ელ­დება ნებისმიერი გზით, გარდა კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული შემთხვე­ვისა.

3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუა­ლება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამ­დე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორ­ტამდე ან საბაჟო ზედამხედ­ველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონ­მდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დროებით შემოტანილი საქონლის ან/და სატრანს­პორტო სა­შუალე­ბე­ბის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხო­ლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმე­დებე­ბი და ოპერაციები.

5. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დროებით შემოტანილი საქონელი ან/და სატ­რანს­პორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანს­პორტო საშუალების მფლობე­ლი ვალდებულია, დაუყოვ­ნებლივ შეატ­ყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განად­გურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლება­მოსილი სახელ­მწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყო­ფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედვე­ლობიდან უკანო­ნოდ გასულად.

6. თუ დროებით შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგა­ნოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრან­სპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამ­ხე­დველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუა­ლების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდა­რული დღის განმავლობაში უნდა შეას­რულოს წარმო­შობილი საბაჟო ვალდებუ­ლება.

7. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორ­ტი­რების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდე­ბულებები.

8. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუ­შავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგა­ნომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგე­ნილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორ­ციელ­დება მოწმობით, გარდა კანონ­მდებობით გათვა­ლისწინებული შემთხვევებისა.

9. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო  დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII,  №121,  27.08.2007წ.,  მუხ.1329

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII,  №78,   02.06.2008წ.,  მუხ.843

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094

    მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში

1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:

ა) საბაჟო საწყობის მიერ-აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით(ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;

ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკი­ნიგ­ზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიც­ხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადა­ცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს;

გ) თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანს­პორტო საშუალებების წარ­დგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალე­ბების წარდგენის დღედ.

3.(ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094

    მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანის დროს (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო  საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო  ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი საქონელი (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი დასაწყობების ადგილზე წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირ­თო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუ­ძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრა­ციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.

4. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №926-სსმIII, №105, 25.07.2007წ., მუხ.1162

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII,  №121,  27.08.2007წ.,  მუხ.1329

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII,  №78,   02.06.2008წ.,  მუხ.843

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094

    მუხლი 10. საქონლის დროებითი შემოტანის ვადები

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტულ შემთხვევაში ან/და საქონლის ცალკეული სახეობისათვის ადგენს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის განსხვავებულ ვადას.”.

2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილი ვადების ფარგლებში.

3. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძე­ლებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე.

4. საქონლის დროებითი შემოტანის ვადა აითვლება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.

5. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძე­ლების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.

6. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი რეჟიმში ყოფნის მთელ პერიოდში რჩება შემომტანის განკარგულებაში.

7. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის წინასწარ განსაზღვრული ვადა, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილ ვადას.

8. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მყოფი საქონელი დაყადაღებულ იქნა სახელ­მწიფო ორგანოების მიერ, მაშინ დაყადაღების პერი­ოდის ვადით წყდება მოცემული საქონლის გატანის ვალდებულება.

9. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს საქონლის დაყადაღების შესა­ხებ და წარუდგინოს აღნიშნულის დამადას­ტუ­რებელი დოკუმენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №732-სსმIII, №94, 02.07.2007წ., მუხ.1001

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

    მუხლი 11. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონ­მდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშა­ვების ოპერაცია.

2. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

3. საბაჟო ორგანოს, შესაბამისი დასაბუთებით, შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნუ­ლი ვადები ან დეკლარანტის წერი­ლობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენ­დარული დღით.

31. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.

32. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გარეშე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:

ა)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

33. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 20 კალენდარული დღით.

34. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

4. დეკლარაციას ავსებს:

ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;

ბ) წარმომადგენელი:

ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;

გ) საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები – ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებულ „საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ ერთად.

5. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის/ორგანოს მიერ, რომელიც ,,ASYCUDA”-ს მეშვეობით ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით და ამობეჭდავს რეგისტრირებულ დეკლარაციას.

51. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე დეკლარაციის რეგისტრაციის შემთხვევაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენისას.

6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარან­ტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენ­ტები­დან წარდგენილ უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგი­ლების, სატრანს­პორტო საშუალების სახე­ობის და კანონმდებ­ლობით განსაზღვრუ­ლი სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:

ა) ხელშეკრულება;

ბ) ინვოისი;

გ) სატრანსპორტო ზედდებული;

დ) კონოსამენტი;

ე) მანიფესტი;

ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;

ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკ­რუ­ლება;

თ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

თ.ა) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზა­ციების წარმომად­გენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;

თ.ბ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემ­პლარების საქართვე­ლოში შემოტანის ნებართვა.

ი) სერტიფიკატები:

ი.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

ი.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;

ი.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;

ი.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;

ი.ე) სანიტარიულ-ჰიგიენური სერტიფიკატი;

ი.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;

კ) საქონლის სპეციფიკაცია;

ლ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურე­ბე­ლი დო­კუ­მენტი;

მ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);

ნ) ექსპერტიზის აქტი;

ო) საქონლის დათვალიერების აქტი;

პ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);

ჟ) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;

რ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

ს) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;

ტ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონ­ტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხა­დი.

უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

8. საბაჟო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობით, რომლის საფუძველზეც საქონლის ახალი მფლობელი საბაჟო ორგანოში წარადგენს სატვირთო საბაჟო დეკლარაციას. ასეთ შემთხვევაში დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილი ვადით, რომელსაც აკლდება ამ საქონლის დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის ფაქტობრივი დრო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII,  №121,  27.08.2007წ.,  მუხ.1329

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII,  №78,   02.06.2008წ.,  მუხ.843

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №263-სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.551

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №541-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1155

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის  ბრძანება №919-სსმIII,№165,17.12.2010წ., მუხ.1341

    მუხლი 12. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნი­მუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში

საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშა­ვების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორ­ციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუ­შების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 13. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამო­ყენების დროს მოქმედი შეღავათები

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოიყენება ის შეღავათები, რაც მოქმედებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის.

2. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ ამ საქონლის გაშვებამდე პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით შემცირდა საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული განაკვეთები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის შეცვლით და ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.

4. თუ საქონლის გაშვება არ განხორციელდა ან გაჭიანურდა დეკლა­რანტის მიზეზით ან მისი უმოქმე­დობის გამო, ხოლო ამ პერიოდში შეიცვალა საბაჟო კანონმდებლობახ რომელმაც გამოიწვია შესაბამისი შე­ღავათების შემო­ღება, მაშინ მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეღავათები.

5. საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი სრულად თავისუფლდება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი სრულად თავისუფლდება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

    მუხლი 131. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს “საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი №1), რისთვისაც განსაზღვრავს:

ა) იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) თანხის ოდენობას, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას;

ბ) იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) თანხიდან საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადასახდელ 3 პროცენტს;

გ) თანხის გადახდის ვადებს.

2. განრიგი ივსება ორ ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის სატვირთო საბაჟო დეკლარაციას თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად.

3. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის ერთი ეგზემპლარი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოს თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად.

31. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს, დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნას ერთდროულად.

4. რეგიონული ცენტრი გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს ცნობას საქართველოს საგადა-სახადო კოდექსის 2411 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მიზნებისათვის საბაჟო ორგანოში დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის შესახებ (დანართი №2).

5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საბაჟო ორგანოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდე-ნიმე შემდეგი პირობა:

ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;

ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;

გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;

დ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი დასრულდა ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად.

6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საბაჟო ორგა-ნოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:

ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;

ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა საბაჟო რეჟიმში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;

გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რაზეც დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №1165-სსმIII,  №151,  26.10. 2007წ.,  მუხ.1675

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 25 თებერვლის  ბრძანება №177-სსმIII,  №32,  29.02.2008წ.,  მუხ.338

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009  წლის 16 ივნისის ბრძანება №381-სსმIII,  №74,   18.06.2009წ.,  მუხ.809

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №541-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1155

    მუხლი 14. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის შეცვლა სხვა საბაჟო რეჟიმით და რეჟიმის დარღვევისათვის წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების განსაზღვრა

1. დეკლარანტს შეუძლია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი შეცვალოს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციით (გარდა ტრანზიტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები.

2. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის მიმართ:

ა) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.

3. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლით გათვალისწინებული დროიდან განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ თანხასა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლით გადახდილი იმპორტის გადასახდელების თანხას შორის სხვაობით.

4. თუ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ დროებით შემოტანილ საქონელზე წარმოიშვა საბაჟო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი საბაჟო დავალიანების თანხაზე გადაიხდევინება დავალიანების წარმოშობის დღიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII,  №187,   31.12.2008წ.,  მუხ.2004

    მუხლი 15. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანას­თან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს პირი, რომე­ლიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალის­წინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილ­მდება­რე­ობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესა­ბამისად;

ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;

გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითი­თებულ ადგილზე.

2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყო­ფის ღონისძიებები.

3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგუ­რებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურე­ბის შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლო­ბით შესაბამისად.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზ­ღაურებს საქონელსა და/ან სატ­რან­­სპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.

    მუხლი 16. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლე­ბამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვე­ტილება მიიღება ინდივიდუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელება) და მისამართს;

გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლების, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებე­ბის, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდე­ნობისა და ღირებულების მითითებით);

დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებ­ლის ხელმოწერას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხა­დებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაე­დოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.

5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტო­რიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.

7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფი­ლება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებ­საც დაევალებათ საზღვრის გადმოკვე­თის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონ­ლის გადაზიდ­ვის ზედამხედველობა და გაცილება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებ­ში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციე­ლებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმომად­გენლებთან კოორდინა­ციით და კომპეტენციის ფარგლებ­ში მათი მონაწილეობით.

9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.

10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბა­ჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონ­­ლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზ­ღვრის გადაკვეთა განიხილება როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №391-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.664

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №541-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1155

    მუხლი 17. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულება

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი დასრულებულად ითვლება, თუ:

ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს შემოტანის სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტიდან განსხვავებულ სხვა სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

ბ) საქონელი მოექცა სხვა საბაჟო რეჟიმში ან გამოყებულ იქნა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაცია;

გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, ხოლო დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას.

2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს ერთდროულად წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია და კონტროლიდან მოხსნილი მოწმობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №679-სსმIII, №107, 30.08.2010წ., მუხ.1671

დანართი №1

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდე­ლების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისულებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის

გ ა ნ რ ი გ ი

საბაჟო ორგანო – -------------------------------------------------------------------------------

(დასახელება)

დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) – ----------------------------------------------

 (დასახელება)

დეკლარანტის საიდენტიქიკაციო ნომერი -------------------------------------------------

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცევის დღე (თარიღი) ----------

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოღცევის ვადა – -------------------

საქონლის თავისუქალ მიმოღცევაში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:

 

თანხა, ლარი

საბაჟო გადასახადი

აქციზი

დყგ

სულ

 

 

 

 

 

 

      6. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:

 

გადახდის თარიღი

გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი

სულ

საბაჟო გადასახადი

-------------

(სახაზინო კოდი)

აქციზი

-------------

(სახაზინო კოდი)

დღგ

-------------

(სახაზინო კოდი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      

დეკლარანტი -----------------------------------------------------------------------------------         (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

საბაჟო ორგანოს უქლებამოსილი პირი -----------------------------------------------------                    (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)

 შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის

 (თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206

დანართი №2

ცნობა

პირის მიერ საგადასახადო კოდექსის 2411 მუხლის შესაბამისად დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის შესახებ

(ივსება საბაჟო ორგანოს ტიტულიან ბლანკზე)

გადასახადის გადამხდელი _______________________________________________

(დასახელება, სახელი, გვარი)

საიდენტიქიკაციო ნომერი _______________________________________________

პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით

დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოღცეულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის ნომერი, თარიღი ____________________________________________________________

 

№

დასახელება

ლარი

1

დღგ-ის თანხა დროებით შემოტანილ საღონელზე (დანართი №1-ით განსაზყვრული ,,გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის“ შესაბამისად)

 

2

დღგ-ის თანხა, რომლის გადახდა დასტურდება წინა პერიოდებში გაცემული ცნობ(ებ)ის მიხედვით

 

3

დღგ-ის თანხა, რომლის გადახდა დასტურდება წინამდებარე ცნობით

 

4

მომავალ პერიოდებში გადასახდელი დღგ-ის თანხა

 

 

საბაჟო ორგანოს უფროსის (მოადგილის)

ხელმოწერა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №1165-სსმIII,  №151,  26.10. 2007წ.,  მუხ.1675

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია