საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1761
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.009.696
საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.696

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1761

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს „საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული აქცი­ზური საქონლის საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულ­ყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 თებერვლის №58 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის  ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194

2.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის  ბრძანება №186-სსმIII, №32, 12.03.2007წ., მუხ.380

3.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07. 2007წ., მუხ.1158

4.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1083-სსმIII, №138   04.10.2007წ., მუხ.1510

5.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966

6.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის  ბრძანება №76-სსმIII, №11, 24.01.2008წ., მუხ.157

7.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №467-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.850

8.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20  აგვისტოს ბრძანება №671-სსმIII, №121, 21.08. 2008წ., მუხ.1267

9.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

10.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №164-სსმIII, №24,05.03.2010წ., მუხ.364

11. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №264-სსმIII, №33,31.03.2010წ., მუხ.552

12. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №834-სსმIII, №147,11.11.2010 წ., მუხ.2087

13. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №917-სსმIII, №165,17.12.2010 წ., მუხ.2339

14. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993 -სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2549

ინსტრუქცია

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიებისა, რომლის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე.

2. აკრძალულია ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებ­ლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონე­ლი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომ­რიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწ­მო­ბა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონ­მდებლობის შესაბამისად.

5. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მყოფი უცხოური საქონელი (გარდა დროებითი შემოტანის, ექსპორტის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენი­ლია კანონმდებლობით გათვალისწი­ნებუ­ლი შესაბამისი საბაჟო დოკუმენტები.

6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონ­ლის წარდგე­ნიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვ­ნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდ­გენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათ­ვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონ­მდებლობით გათვა­ლის­წი­ნებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.

7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

    მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით შემოტანის დროს გათვა­ლის­­წინებული საბაჟო პროცედურები

1. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცე­დურები:

ა) საქონლის წარდგენა;

ბ) ზოგადი დეკლარირება;

გ)   მოწმობის გამოწერა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ  ბაზაში აისახება ინფორმაცია:

გ.ა) თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევარმისაბმელის შესახებ;

გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ.

2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს სა­ქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუ­შების აღება და საიდენტი­ფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კანონმდებ­ლობის შესაბამისად.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07.2007წ., მუხ.1158

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №467-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.850

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №834-სსმIII, №147,11.11.2010 წ., მუხ.2087

    მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:

ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონ­ტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;

ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზ­ღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორ­ტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სა­ტვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოს­თვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგა­ნოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;

გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

    მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონ­ლის სასაზღვრო კონტროლის განხორ­ციელების დას­რუ­ლებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგე­ნით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტი­ფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვა­ლის­წინებული მოწმობის შევსებისათვის).

3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევვაში - ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;

ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;

ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

ბ) ან/და ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან მინდობილობა ან წერილობითი დავალება საქონლის ტრანზიტულ მიწოდებაზე.“.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:

ა) თუ საქონლის ტრანზიტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ა.ა) ნებართვა:

ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტზე;

ა.ა.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანზიტზე;

ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტზე;

ა.ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტზე;

ა.ა.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტრანზიტზე;

ა.ა.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;

ა.ა.ზ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე;

ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;

ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.

6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილ­სადენი ტრანსპორ­ტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადა­ადგილებულ საქონელზე.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის  ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის  ბრძანება №76-სსმIII, №11, 24.01.2008წ., მუხ.157

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

    მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა

 ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის  ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194

    მუხლი 6. გაგზავნის საბაჟო ორგანოდან დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება

1. გაგზავნის საბაჟო ორგანო არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანო – საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.

2. გაგზავნის საბაჟო ორგანოდან დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს სატრანს­პორტო საშუა­ლების ტექნიკური მახასიათებლების, განსაზღვ­რული საბაჟო მარშრუტისა და გადაზიდვის პირობების გათვა­ლისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.

3.  ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემოსვლის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება მოწმობა (გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან წარედგინება TIR-კარნეტი.

31. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევარმისაბმელის ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

4. ტრანზიტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:

ა) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარი­რება;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრან­ზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონ­ტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა);

გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცე-დურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქ-ციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაგ-ზავნის საბაჟო ორგანოში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სატვირთოსაბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (დანიშნულების ორ-განო), ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ საბაჟო ორგა-ნოში, სადაც სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშ-ვეობით განხორციელდა წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია და ამავე ორგანოში გამოიწერება მოწმობა.

6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე მოწმობით, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო საწყობში, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენებით ან დროებითი დასაწყობდეს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

7. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობებისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის გან­საზღვრამდე (დეკლარირებამდე ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერამდე) სატრანსპორტო საშუალების გახსნის, საქონლის გადმოტვირთვის მიზნით დეკლარანტი (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (შემდგომში – განაცხადი) და, შესაბამისად, მის ხელთ არსებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, საბაჟო კონტროლისა ან/და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელმა უნდა წარადგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ზოგადი დეკლარირების ფორმით ან საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გათვალისწინებულ მონაცემებს. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობების ადგილიდან დანიშნულების საბაჟოს მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებითი დასაწყობების შესაბამისი ვადის ფარგლებში ახალი აღრიცხვის მოწმობის გამოწერით.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის  ბრძანება №186-სსმIII, №32, 12.03.2007წ., მუხ.380

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07.2007წ., მუხ.1158

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №467-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.850

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №834-სსმIII, №147,11.11.2010 წ., მუხ.2087

    მუხლი 7. საბაჟო პროცედურები დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის შემდეგ

1. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ, რომელიც წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს, ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:

ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (თუ ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით) და საქონ­ლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის საბაჟო კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია);

გ) საქონლის მოთავსება საბაჟო საწყობში ან დროებით დასაწყობებისათვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად;

დ) საქონლისათვის სხვა საბაჟო დამუშავების ოპე­რა­ციის შერჩევა;

ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინე­ბული დოკუმენტის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად (TIR-კარნეტი);

ვ)  მე-6 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა.

2. დანიშნულების საბაჟოში დროებითი დასაწყობების ადგილზე საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის ან საქონლის შენახვის სხვა ადგილის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული პროცედურის შემდეგ უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტრო­ლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07.2007წ., მუხ.1158

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №467-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.850

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №834-სსმIII, №147,11.11.2010 წ., მუხ.2087

    მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში

1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:

ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო); საბაჟო საწყობი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;

ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს;

გ)  თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო  პოზიციებში აღწერილი და  კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონ­ლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონ­ლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.

3. (ამოღებულია).

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის  ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №164-სსმIII, №24,05.03.2010წ., მუხ.364

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძან0ება №834-სსმIII, №147,11.11.2010 წ., მუხ.2087

    მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქ­მედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგე­ნით, რომელიც დადას­ტურ­დება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭ­დით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტისსთვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი დასაწყობების ადგილზე წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ამ დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

    მუხლი 10. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონ­მდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგა­ნოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუ­შავების ოპერაცია.

2. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. დეკლარაციას ავსებს:

ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;

ბ) წარმომადგენელი:

ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;

გ) საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები – „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებულ „საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ ერთად.

4. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის/ორგანოს მიერ, რომელიც „ASYCUDA”-ს მეშვეობით ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით და ამობეჭდავს რეგისტრირებულ დეკლარაციას.

5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

51. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე დეკლარაციის რეგისტრაციის შემთხვევაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენისას.

6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან წერილობითი დავალება ან მინდობილობა საქონლის ტრანზიტულ მიწოდებაზე;

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტი არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;

ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები:

ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.

61. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:

ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ საქონლის ტრანზიტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ბ.ა) ნებართვები:

ბ.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტზე;

ბ.ა.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტზე;

ბ.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტზე;

ბ.ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტზე;

ბ.ა.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტრანზიტზე;

ბ.ა.ვ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე;

ბ.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;

გ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:

გ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;

გ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა”;

გ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი” (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

დ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის  ბრძანება №76-სსმIII, №11, 24.01.2008წ., მუხ.157

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №264-სსმIII, №33,31.03.2010წ., მუხ.552

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №917-სსმIII, №165,17.12.2010 წ., მუხ.2339

    მუხლი 11. საბაჟო პროცედურები საბაჟო ორგანოში სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დროს

1. იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტისათვის განკუთ­ვნილი საქონელი (გარდა მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვე­ვისა), რომელიც გადაადგილდება გაგზავნის საბაჟოდან, პირდაპირ წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცი­ასთან ერთად, საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე.

3. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენის დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ კანონმდებ­ლობით დადგე­ნი­ლი წესით ხორციელება შემდეგი საბაჟო პროცე­დურები:

ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია;

ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემების შეცვლა საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მონაცემების უზუსტობის დადგენამდე;

გ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება;

დ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან მიღება;

ე) საიდენტიფიკაციო საშუალებების (მათ შორის, საბაჟო საზღვარზე დადებული საიდენტიფიკაციო საშუა­ლებების) შემოწმება;

ვ) საქონლის საბაჟო დათვალიერება (საქონელი საბაჟო მოხელის გადაწყვეტილებით დათვალიერდება სრულად და/ან შერჩევით და/ან საერთოდ არ დათვა­ლიერ­დება);

ზ) ფიტო და/ან ვეტერინარული კონტროლი;

თ) საჭიროების შემთხვევაში სინჯებისა და/ან ნიმუშების აღება დეკლარანტის ან საბაჟო ორგანოს მოთხოვნით;

ი) გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ საქონლის გაშვების ან არგაშვების შესახებ.

4. საქონლის არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია საქონელი დროებით დაასაწყობოს საბაჟო საწყობში, ხოლო გაშვების შემთხვევაში საქონელი გადაეცემა დეკლარანტს საბაჟო ტერიტორიიდან განკარგვისათვის, რაც დასტურდება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი შტამპის დასმით: „გაშვება ნებადართულია”, სადაც მიეთითება აგრეთვე საბაჟო მოხელის ხელმოწერა, თარიღი და დრო.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2018

    მუხლი 12. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნი­მუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში

საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუ­შავე­ბის ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორ­ციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბა­მისად.

    მუხლი 13. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანას­თან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალის­წი­­ნებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორ­განოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრან­სპორტო საშუალებების ადგილ­მდებარეობისა და მდგომა­რეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;

ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;

გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე;

2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზ­ღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველ­ყოფის ღო­ნისძიებები.

3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განად­გურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაად­გილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შე­სა­ბა­მისად.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზ­ღაურებს საქონელსა და/ან სატ­რანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.

    მუხლი 14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილო­ბითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.

2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 15. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული აქციზური საქონლის მარშრუტი

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე აქციზური სა­ქონ­­­ლის გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხო­ლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების მიმარ­თულებით:

ა) „ყაზბეგი”;

ბ) „წითელი ხიდი”;

გ) „სადახლო”;

დ) „გარდაბანი”;

ე) „სარფი”;

ვ) „ვალე”;

ზ) ფოთისა და ყულევის პორტები;

თ) „ბათუმის პორტი”;

ი) „თბილისის აეროპორტი.“

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, როდესაც სატრანსპორტო საშუალებით გადაიზიდება სეს ესნ-ის 8703 კოდით კლასიფიცირებული საქონელი, ასევე განსაკუთრებული პირობების არსებობისას. განსაკუთრებულ პირობებად ითვლება:

ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა) ან/და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვის ან/და საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან/და მასობრივი არეულობის ან/და გაფიცვისას სატრანსპორტო საშუალების გადადგილების შეფერხება;

გ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომლის შედეგად არანაკლებ ერთი კალენდარული დღით მაინც იზღუდება სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მარშრუტით.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1083-სსმIII, №138   04.10.2007წ., მუხ.1510

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20  აგვისტოს ბრძანება №671-სსმIII, №121, 21.08. 2008წ., მუხ.1267

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №164-სსმIII, №24,05.03.2010წ., მუხ.364

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია