“იძულებით გადაადგილებულ პირად დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილად რეგისტრაციის წესის, იძXულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულების და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ8ის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-19
სარეგისტრაციო კოდი
010.170.000.22.029.009.682
“იძულებით გადაადგილებულ პირად დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილად რეგისტრაციის წესის, იძXულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულების და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ8ის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.009.682

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №151

2006 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის –დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის   2 ოქტომბრის №127 ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №138, მუხ.1914) პირველი პუნქტით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

1. დევნილთა 2004 წლის ნიმუშის მოწმობის გამოცვლა და ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა განხორციელდეს 2007 წლის 1 ივნისამდე.

2. 2004 წლის ნიმუშის დევნილის მოწმობა ძალაშია 2007 წლის 1 ივნისამდე.

3. რეგისტრაციის (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) დროს განხორციელდეს დევნილთა ანკეტირება (დევნილის ანკეტაში მონაცემთა შევსება ან განახლება)“.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხევიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია