საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების" აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ" დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
342
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2006-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-13
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.009.652
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების" აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ" დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.652

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება №342

2006 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულებაში (სსმ III, 5.12.2006, №163, მუხლი 2223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი.

2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხა განაცხადში მითითებულ თანხაზე ნაკლებია, განაცხადი მიიღება საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული თანხის ფარგლებში“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

რ. გოცირიძე

კრებსითი — სრული ვერსია