თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
772
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-17
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.22.027.009.589
თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.22.027.009.589

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №772

2006 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (სსმ I, 09.01.2006წ., №2, მუხ.12) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლისა და 66-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის  ბრძანება №239 – სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1923

2. თვითმმართველი ერთეულის სარეგისტრაციო მონაცემებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

ბ) თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები;

გ) თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

3. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციისათვის შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ამსახველი სქემატური რუკა იუსტიციის სამინისტროს წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი შემუშავების შემდგომ.

4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული მონაცემების იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ არ არის წარმოდგენილი ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.

შენიშვნა: მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული მონაცემები ინახება ცალკე დანართების სახით და წარმოადგენს რეესტრის განუყოფელ ნაწილს.

5. ამ ბრძანების პირველ პუნქტში დასახელებული თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის შემდეგ დეპარტამენტმა თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება (თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები) განახორციელოს თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, მისი ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში.

6. დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულების რეესტრის ფორმა, თანახმად №1 დანართისა და თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ ცნობის ფორმა, თანახმად №2 დანართისა.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის  ბრძანება №239 – სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1923

2. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის  ბრძანება №114 – სსმ III, №71, 18.06.2010წ., მუხ.1044

 

დანართი №1

 

თვითმმართველი ერთეულების რეესტრის ფორმა

 

№

თვითმმართველი ერთეულის დასახელება

თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები

რეგისტრა-ციის თარიღი და რეგისტრა-ციის საიდენტიფი-კაციო კოდი

თვითმმართ-ველი ერთეულის ადმინისტრა-ციული საზღვრების სქემატური რუკა

თვითმმართ-ველი ერთეულების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი

თვითმმართველი ერთეულის მონაცემების ცვლილებები

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის  ბრძანება №239 – სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1923

 

 

ცნობა

თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ

 

 

გაიცა _______________________________________-ზე

       (თვითმმართველი ერთეულის დასახელება)

 

მასზედ, რომ იგი რეგისტრირებულია თვითმმართველი ერთეულების რეესტრში.

 

საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის             „-------“ „-------“ „------------წ.“

თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი                            000000000

 

 

თვითმმართველი ერთეულების რეესტრში            „-------” „-------“ „------------წ.“

რეგისტრაციის თარიღი  და ნომერი                 №                                                                

 

სამართალშემოქმედების დეპარტამენტის

უფროსის ხელმოწერა:  

                                                                                                     ბ. ა.

                                                                                                                             ბ.ა.

კრებსითი — სრული ვერსია