საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
766
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-11-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-23
სარეგისტრაციო კოდი
010.140.010.22.027.009.562
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.22.027.009.562

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №766

2006 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის ბრძანება №113 – სსმ III, №58, 16.04.2008წ., მუხ.671

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართვე­ლოს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანე­ბულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეო­ბის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის ბრძანება №113 – სსმ III, №58, 16.04.2008წ., მუხ.671

2. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ინგა ქომეთიანი – სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) კოტე თელია – სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველოს მრჩეველი – კომისიის წევრი;

დ) ზვიად კუკავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;

ე) გოჩა ვაჭარაძე – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;

ვ) ზაურ აბაშვილი – ნორმატიული აქტების სისმტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;

ზ) ვასილ გონაშვილი – სამართალშემოქმედების დეპარტამენტის კონსტიტუციური სამართლის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №69 – სსმ III, №33, 13.03.2007წ., მუხ.395

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 ივლისის ბრძანება №242 – სსმ III, №107, 31.07.2007წ., მუხ.1188

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის ბრძანება №113 – სსმ III, №58, 16.04.2008წ., მუხ.671

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის ბრძანება №194 – სსმ III, №104, 23.07.2008წ., მუხ.1168

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუს­ტიციის მინისტრის 1998 წლის 16 იანვრის №3 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქა­ლაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის შექ­მნის შესახებ” და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №45 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეო­ბისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის ახალი შემად­გენლობის დამტკიცების შესახებ“.

4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №69 – სსმ III, №33, 13.03.2007წ., მუხ.395

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 ივლისის ბრძანება №242 – სსმ III, №107, 31.07.2007წ., მუხ.1188

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის ბრძანება №113 – სსმ III, №58, 16.04.2008წ., მუხ.671

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის ბრძანება №194 – სსმ III, №104, 23.07.2008წ., მუხ.1168

დანართი

დებულება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის ბრძანება №113 – სსმ III, №58, 16.04.2008წ., მუხ.671

1. იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე და თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის ბრძანება №113 – სსმ III, №58, 16.04.2008წ., მუხ.671

2. კომისიის წევრთა რაოდენობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტი­ციის მინისტრის ბრძანებით და ამ დებულებით.

3. კომისია იქმნება 7 წევრის შემადგენლობით – თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და 5 წევრი.

4. კომისიის სხდომა ტარდება ორ კვირაში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე სხდომებიც.

5. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.

6. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის (თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილის) ხმა.

7. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების სახით, რომელშიც აღინიშნება მისი მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის ჩატარების რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

8. კომისიის დადგენილების პირველი პირი ინახება იუსტიციის სამინისტროში, ხოლო სათანადოდ და­მოწმე­ბული მეორე პირი დაერთვის შესაბამის საქმეს.

9. კომისიის სხდომა ფორმდება სპეციალური ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმი კომისიის დადგენილების პირველ პირთან ერთად ინახება იუსტიციის ­სამი­­ნის­­ტროში.

10. მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული დადგენილებით კომისია ამტკიცებს შესაბამის საკითხზე სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დასკვნას ან უარს ამბობს მის დამტკიცებაზე. დეპარტამენტის დასკვნა, დამტკიცების მიუხედავად, დაერთვის შესაბამის საქმეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის ბრძანება №194 – სსმ III, №104, 23.07.2008წ., მუხ.1168

11. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების ან წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისიის მიერ მიღებული დადგენილების მეორე პირი შესაბამის საქმესთან ერთად იუსტიციის მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საქართვე­ლოს პრეზიდენტს.

12. კომისია უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებ­ლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღოს გადაწ­ყვე­ტილება მოქალაქეობის თაობაზე განცხადებათა, შუამდგომლობათა და წარდგინებათა დაკმაყოფილების მიზანშეწონილობის შესახებ, ან გადადოს საკითხის განხილვა მისი დამატებითი შესწავლის მიზნით, რის შესახებაც აღინიშნება კომისიის დადგენილებაში და ეცნობება დაინტერესებულ პირებსა და უწყებებს.

13. საკითხის სრულყოფილი განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და მასალები, ასევე მოიწვიოს მოქალაქეები, თანამდებობის პირები და სპეციალისტები და მოსთხოვოს მათ საკითხის ირგვლივ განმარტებათა მიცემა.

14. კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე) წარმართავს კომისიის სხდომებს, აჯამებს განხილვის შედეგებს და კომისიის სახელით იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

15. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდო­მარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

16. კომისიის წევრები მონაწილეობენ სხდომაზე საკითხის განხილვაში. მათ შეუძლიათ ზეპირად ან წერილობით გამოთქვან თავიანთი მოსაზრება. კენჭის­ყრის დროს კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

17. კომისიის სხდომის მდივანი არ არის კომისიის წევრი და არ სარგებლობს ხმის უფლებით. იგი ად­გენს კომისიის სხდომის ოქმს და სხდომის თავმჯდო­მარესთან ერთად ხელს აწერს მას. კომისიის სხდომის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად წარმოებაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.

18. კომისიის სხდომის მდივნის ფუნქციებს ასრულებს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის ბრძანება №113 – სსმ III, №58, 16.04.2008წ., მუხ.671

კრებსითი — სრული ვერსია