„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1257
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-06
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.22.034.009.522
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.522

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1257

2006 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმე­თა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დე­კემბრის №614 ბრძანე­ბუ­ლებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროს სისტემაში სატრანსპორ­ტო საშუალებების საწვავით უზრუნველ­ყოფის პირო­ბების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე მოსამსახურეთა (სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირი) მიერ სამსახუ­რებ­რივი მოვალეობის შესასრულებლად გამოსაყე­ნებელი სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებული სატ­რანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველ­ყოფა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინის­ტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ სამინისტროს სტრუქ­ტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის დამტკიცებული ყოველთვიური ლიმი­ტის ფარგლებში.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები მინისტრის მიერ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში დაქვემდებარებულ დანაყოფებს უსაზღვრავენ ყოველთვიურ ლიმიტს, რომლის გათვალისწინებითაც შესაბამისი ავტოტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფის მიზნით მოსამსახურეებზე გაიცემა სათანადო რაოდენობის საწვავი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1538 – სსმ III, №2, 08.01.2007წ., მუხ.19

3. მინისტრის მიერ იქმნება საწვავის სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელ ღო­ნის­­ძიებებს.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოებისათვის სარეზერვო ფონდიდან საჭირო ოდენობის საწვავის ყოველთვიურ ლიმიტს ზევით გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა არგუმენტირებული პატა­კის საფუძველზე.

5. მივლინების დროს მოსამსახურეთა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას, საწვავით უზრუნველყოფა განხორციელდეს სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტო­რიუ­ლი ორგანოებისათვის მინისტრის მიერ დადგენილი ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში.

6. მოსამსახურეებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.

7. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ოქტომ­ბრიდან.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1538 – სსმ III, №2, 08.01.2007წ., მუხ.19

2. ძალადაკარგულია -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია